25/05/2026
სსიპ ქალაქ თბილისის №169 საჯარო სკოლაში 26 მაისთან — საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
✨ საზეიმო პროგრამის ფარგლებში:
🎭 მოსწავლეებმა სცენაზე შთამბეჭდავად გააცოცხლეს საქართველოს ისტორიული წარსული, თავისუფლებისთვის ბრძოლის გზა და ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მომენტები.
🎨 მოეწყო ნიჭიერ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრებისა და თემატური ნახატების გამოფენა.
🏆 დაჯილდოვდნენ სკოლის წარმატებული მოსწავლეები.
🤝 საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს შემოქმედებით საღამოს და უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული მიულოცეს.
🌟 მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და ორგანიზატორს ასეთი ამაღელვებელი და პატრიოტული დღესასწაულის შექმნისთვის!
#გაუმარჯოსდამოუკიდებელდაერთიანსაქართველოს! 🇬🇪✨
#26მაისი #დამოუკიდებლობისდღე #169საჯაროსკოლა #ჩვენიპირველირესპუბლიკა