25/05/2026
📢,,აჭარის დასაქმების ფორუმი 2026”
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში 4 ივნისს „დასაქმების ფორუმი 2026“ გაიმართება.
ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ ვაკანსიას და 2000-მდე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.
ფორუმი მიმდინარე წელს სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატითა და მასშტაბური შესაძლებლობებით უმასპინძლებს.✨ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
📅 4 ივნისი
🕐 13:00 - 17:00
📍 უნივერსიტეტის ეზო
წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა სექტორიდან, კერძოდ, ადმინისტრაციული, საზღვაო, ვაჭრობა/დისტრიბუციის, სასტუმრო/სარესტორნო, მრეწველობის, ტრანსპორტი/ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
#დასაქმებისსააგენტო #დასაქმებისფორუმი