საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული პარტია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული პარტია

საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული პარტია ლიბერალ დემოკრატები
Liberal Democratic Party of Georgia
(1)

ლიბერალური დემოკრატია არის პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელშიც წარმომადგენლობითი დემოკრატია ლიბერალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებს, ანუ აპრიორია ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დაცვა.

ჩვენთვის, ქართველ ლიბერალ დემოკრატებისთვის მნიშნველოვანია:

• კანონის უზენაესობა და თანასწორობა კანონის წინაშე, ყოველდღიურობაში;
• აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, რომელიც აზროვნებს და მოქმედ

ებს ღიად, არის თავისუფალი და მასში დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
• თავისუფალი, თანასწორი, შეჯიბრითობაზე დამყარებული არჩევნები;
• პოლიტიკური ძალაუფლების დაყოფა ხელისუფლების შტოების მიხედვით;
• სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
• პოლიტიკური თავისუფლება;
• თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა და ლიბერალური საგადასახადო სისტემა;
• ქვეყნის ევრო-ატალანტიკური ინტეგრაცია, სამეზებლო პოლიტიკის მაქსიმალური ეფექტიანობის პრინციპის დაცვითა და ჰარმონიზაციით;
• ქართული ტრადიციების დაცვა, განვითარება და მათი ჰარმონიული სინთეზირება დასავლურ ფასეულობებთან;
• ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის უსაფრთხოება;
• საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული განვითარება, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა და სოციალური მხარდაჭერა;
• განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მხარდაჭერა;

ლიბერალური დემოკრატია მეოცე საუკუნის ბოლოდან, გახდა უპირატესი პოლიტიკური სისტემა მსოფლიოში. პოლიტიკური კულტურის ლიბერალურ–დემოკრატიული მოდელის ფაქტორები, ფორმირების ეტაპები და ევოლუცია, ძირითადად, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ევოლუციის ეტაპებს ემთხვევა.

უფრო მეტიც, ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ბურჟუაზიულ – დემოკრატიულ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ სისტემას. ლიბერალური დემოკრატია დაკავშირებულია კაპიტალისტური განვითარების პროცესში ახალი, შუა საუკუნეებისაგან განსხვავებული მსოფლმხედველობის დაფუძნებასა და ლეგიტიმაციასთან, სადაც ინდივიდი მიჩნეულია სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა.

აუცილებელია, აგრეთვე გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ითვალისწინებს როგორც ხელისუფლების მრავალი ცენტრის არსებობას, რომლებიც ზღუდავს როგორც სახელმწიფოს ერთმმართველობას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური არჩევნის შესაძლებლობას, რაც თავისთავად წარმოუდგენელია არსებობის საშუალებების ალტერნატიული წყაროების გარეშე. თუ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფო დომინირებს საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში, პირიქით, საზოგადოება დომინირებს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე.

Address

Chavchavadze Ave.
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული პარტია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული პარტია:

Share