08/05/2025
✅რუსთავის ჭალის ტყეების შესასვლელებში პროექტის „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ შესახებ საინფორმაციო დაფები განთავსდა.
🇬🇪 🇸🇪 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა.
🏞️აღნიშნული პროექტი, რომელიც რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენას ისახავს მიზნად, რუსთავის მერიის, ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეის და პროექტის „ნაპირზე" ჩართულობით განხორციელდა.
👤გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებების, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, რუსთავის ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობით, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ჭალის ტყის განვითარების ერთობლივ ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
🌳რუსთავის ჭალის ტყის 280 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის განვითარების სტრატეგია და რუსთავის ჭალის ტყეების განვითარებისა და ტყის აღდგენა-გაშენების გეგმის დოკუმენტები.
🔷ტყის აღდგენა-გაშენების შემუშავებული გეგმის მიხედვით, გაიმართა სასწავლო სემინარი რუსთავსერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას:
🌳ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების გაცნობა-შესწავლა
🪴🌱🌿დარგვის საველე სამუშაოების განხორციელება - რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელი სახეობები, კერძოდ, 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელას ნერგები
🔶პროექტისთვის - „რუსთავის ჭალის ტყეების განვითარება და ტყის აღდგენა-გაშენება“ განსაზღვრული დოკუმენტებისა და ქმედებების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს რუსთავის ჭალის ტყეების ეკოსისტემის აღდგენის პროექტის განხორციელებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რუსთავის მერია / Rustavi City Hall