საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia შსს სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია. სასაზღვრო პოლიციის...
15/06/2026

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.

სულხან თამაზაშვილმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა კინოლოგიური სამმართველოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასამსახურე ძაღლების განთავსების პირობები და ძაღლების წვრთნის პროცესს დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

14/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ორი სამოქალაქო რეისი შეასრულა და სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. ასევე, ადგილზე გადაიტანეს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები.

ზამთრის პერიოდში, საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად პერიოდულ ფრენებს ახორციელებს.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი, მესაზღვრეებთან ერთად, მაღალმთიან და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი - ოლივიე კურტო ...
12/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი - ოლივიე კურტო ეწვია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ელჩს სასაზღვრო პოლიციის ამოცანებზე, სახელმწიფო საზღვარზე არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს და, ამ კონტექსტში, სანაპირო დაცვის როლს.

საფრანგეთის ელჩი ასევე ესტუმრა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სადაც, ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ ...
11/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა (NATO CORE TEAM) და SNGP-ის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.

დელეგაციის წევრებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სანაპირო დაცვის, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იური ფირცხალაიშვილმა სტუმრებს ფოთის ბაზაზე არსებული საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი ხომალდები და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობა დაათვალიერებინა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდ...
09/06/2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრში დაგეგმილ „კონტროლის (აბორდაჟის) ჯგუფის სწავლებაში" მიიღეს მონაწილეობა.

კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლებისგან და მისი მიზანი იყო სანაპირო დაცვის თანამშრომლების ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების არსებული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.

სწავლების ბოლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

09/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო სექტორ ,,სარფის" დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ქვეითად და სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება.

05/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა ლაგოდეხის სამმართველოს სექტორ ,,მაწიმის" და წითელი ხიდის სამმართველოს სექტორ „ვახტანგისის“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ორი პირის მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება.

04/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის, დასავლეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი თურქეთში ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ძებნილად არის გამოცხადებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

03/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებული სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა პოლიეთილენის პარკში შეფუთული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელის დღე
31/05/2026

პოლიციელის დღე

Address

Kandelaki Street 12
Tbilisi
0160

Telephone

+995322413476

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia:

Share