დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P, კახეთის გზატკეცილი N99, Tbilisi.

20/06/2026

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიანი სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადებების ადრეული გამოვლენა ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით. პარალელურად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ზრდასრულ პაციენტებს კარდიოლოგის, ნეიროქირურგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მისი მოადგილე ეკა ადამია, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სერგო ფიფია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზ...

🛑 გველის ნაკბენი როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ?🚫 ყოვლად დაუშვებელია! • არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან• არ გაკვეთოთ ...
16/06/2026

🛑 გველის ნაკბენი

როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ?

🚫 ყოვლად დაუშვებელია!

• არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან
• არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი
• არ დაადოთ ლახტი ან ყინული
• არ დაამუშავოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით
• არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი

⚠️ პირველი დახმარება

• შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112)
• დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე
• მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა
• უზრუნველყავით სითხის მიღება
• კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე
• სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა

💡 მნიშვნელოვანია თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ.

🛡️ პრევენცია — როგორ ავიცილოთ თავიდან
• სწორი ჩაცმულობა - გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
• გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე — ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ
• იყავით ფრთხილად ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე.

აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.

📞 გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!
(სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები)

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://www.ncdc.ge/ #/pages/content/beb4c853-6bf2-4adc-9e72-53f858785c2c

16/06/2026

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი.

ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე თემატური პრეზენტაცია „სისხლის დონაციის მნიშვნელობა და უსაფრთხო სისხლის როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ წარადგინა.

„თითოეული ადამიანი, რომელიც რეგულარულად აბარებს სისხლს, არა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებს ეხმარება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ დონორს გაღებული წვლილისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის.

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხ...
16/06/2026

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი.

ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე თემატური პრეზენტაცია „სისხლის დონაციის მნიშვნელობა და უსაფრთხო სისხლის როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ წარადგინა.

„თითოეული ადამიანი, რომელიც რეგულარულად აბარებს სისხლს, არა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებს ეხმარება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ დონორს გაღებული წვლილისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმარ...
10/06/2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და მიზნობრივ მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ქვეყნის მიერ მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატის მინიჭების საკითხს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ, გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერს, დუმიტრუ ლატიჩევსკის, მრავალწლიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკა ადამია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრ...
08/06/2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროექტები და აქტივობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამუშაო ძალის განვითარების, ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, სტივენ ბექნელს, მრავალწლიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა, გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის დაა...
05/06/2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გრიპის პროგრამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ დირექტორ ვილიამ დევისს შეხვდა.

შეხვედრაზე გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ზედამხედველობის სისტემების საკითხები განიხილეს, რომელშიც საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ეფექტურად ფუნქციონირებს ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და მიმდინარეობს ცირკულირებადი ვირუსების მუდმივი მონიტორინგი.

შეხვედრაზე თემატური პრეზენტაციები ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ და CDC-ს გრიპის პროგრამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა ვილიამ დევისმა წარადგინეს.
ვიზიტის ფარგლებში, ვილიამ დევისმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერაციული ცენტრი და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი მოინახულა, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს.

მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკა ადამია და ცენტრის თანამშრომლები, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🌍 გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს ინიციატივით, ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. მიმდინარე წლის თემა - „ქმედება კლიმა...
05/06/2026

🌍 გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს ინიციატივით, ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. მიმდინარე წლის თემა - „ქმედება კლიმატისთვის“ მიზნად ისახავს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას გარემოს დაცვის მიმართულებით.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა- ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების არაგონივრული გამოყენება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის?

💧 სუფთა ჰაერი და წყალი — ჯანსაღი ცხოვრების საფუძველია;
🌱 ეკოსისტემების დაცვა — გვიცავს ახალი დაავადებების გავრცელებისგან;
🌍 ბუნებაზე ზრუნვა — ჩვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის გარანტიაა.

📣 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო სკრინინგი საქართველოს სხვადასხვა  რეგიონებში ჩატარდება:📍 აჭარა | გურ...
03/06/2026

📣 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო სკრინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება:

📍 აჭარა | გურია | იმერეთი | კახეთი
📍 მცხეთა-მთიანეთი | შიდა ქართლი | ქვემო ქართლი
📍 სამცხე-ჯავახეთი | სამეგრელო-ზემო სვანეთი
📍 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

👉🏻 მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრის პროცედურა.

🗓️ აღნიშნულ ბმულზე წარმოდგენილია კალენდარი 31 ივლისის ჩათვლით, რომელიც ეტაპობრივად განახლდება.

https://drive.google.com/file/d/1JAddObUmCyH5VQLUH-zHuGIQFpLVofTF/view?usp=sharing

Address

კახეთის გზატკეცილი N99
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P:

Share