Invest in Georgia

Invest in Georgia Invest in Georgia is the moderator between foreign investors and the Government of Georgia.

State agency
- Promoting Georgia internationally
- Supporting foreign investments and investors before, during & after investment process

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (CIIE 2026) მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.ინვესტიციების საა...
26/08/2026

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (CIIE 2026) მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.

ინვესტიციების სააგენტო იწვევს ექსპორტზე ორიენტირებულ ქართულ კომპანიებს 2026 წლის 5-10 ნოემბერს, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo (CIIE) მონაწილეობის მისაღებად.

საქართველო CIIE-ში 2018 წლიდან უწყვეტად მონაწილეობს. წელს ქართული კომპანიები წარმოდგენილი იქნებიან ორ თემატურ ბიზნეს პავილიონში:

🍷 საკვები და სასმელი პროდუქტების პავილიონი - 500 კვ. მ საგამოფენო სივრცე, სადაც საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნება 32-მდე ქართულ კომპანიას.
🔗 განაცხადის შესავსებად:
https://shorturl.at/SVNwo

👗 საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონი -100 კვ. მ საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 10-მდე ქართული კომპანია, ძირითადად საფეიქრო და სამომხმარებლო პროდუქციის მიმართულებით.
🔗 განაცხადის შესავსებად:
https://shorturl.at/MdWIi

CIIE მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მულტიპროფილური გამოფენაა და ქართული კომპანიებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას გაზარდონ ცნობადობა ჩინეთის ბაზარზე, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და გააფართოონ საექსპორტო შესაძლებლობები.

📍 შანხაი, ჩინეთი
📅 5–10 ნოემბერი, 2026

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს!BPO და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) სფეროში მოქმე...
18/08/2026

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს!

BPO და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) სფეროში მოქმედმა ბრიტანულმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობა ოფიციალურად დაიწყო.

კომპანიის საქართველოში შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტოს“ აქტიური ჩართულობით განხორციელდა. „Contact Web Ltd“-ის საქართველოში გაფართოების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული BPO სექტორის ლიდერების სამიტში კომპანიის მონაწილეობა და შემდგომი თანამშრომლობა სააგენტოსთან.

საქართველოში საქმიანობის გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ქვეყნის კვალიფიციურმა და მრავალენოვანმა ადამიანურმა რესურსმა, ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ და ხარჯების ეფექტურობამ.

კომპანია საქართველოში გუნდის ეტაპობრივად გაფართოებას გეგმავს და ჯამში 250 ადამიანს დაასაქმებს. „Contact Web Ltd“-ის ადგილობრივი გუნდი, საქართველოდან, მსოფლიოს ორ წამყვან ბრენდს მოემსახურება.

📢 ინვესტიციების სააგენტო ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას იწყებსექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შესაძლ...
18/08/2026

📢 ინვესტიციების სააგენტო ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას იწყებს

ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში და საკუთარი პროდუქცია წარადგინონ სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე.

სააგენტო ხელს შეუწყობს კომპანიების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში როგორც ჯგუფური ფორმატით, ასევე ინდივიდუალურად კომპანიების მიერ შერჩეულ, მათთვის რელევანტურ საერთაშორისო გამოფენებში.

ინდივიდუალური ექსპო გრანტის ფარგლებში განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს:

👉IT სექტორი: https://shorturl.at/wmjfU
👉საკვები-სასმელი, საფეიქრო და სხვა ინდუსტრიები: https://shorturl.at/syesx

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელფოსტაზე:
[email protected]

17/07/2026

🇬🇪 მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ოფიციალურად დაიწყო.

🤝 „სტარბაქსის“ ბრენდის შემოსვლა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა.

📍 თბილისში „სტარბაქსის“ პირველი ობიექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა და მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდ...
14/07/2026

📍 თბილისში „სტარბაქსის“ პირველი ობიექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა და მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ოფიციალურად დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც „სტარბაქსის“ ფრენჩაიზის მფლობელია ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე.

🔹 სიმბოლური ლენტი ერთობლივად გაჭრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა, ქუვეითში საქართველოს ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ, Alshaya Group-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ მოჰამედ ალშაიამ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰადენმა, Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა სალეჰ ალშაიამ და Starbucks EMEA-ს რეგიონის პრეზიდენტმა დუნქან მოირიმ.

🤝 „სტარბაქსის“ ბრენდის შემოსვლა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა.

03/07/2026

ჩვენი სააგენტო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2026🇬🇪

🌍 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 16-მა ქართულმა კომპანიამ საკვები ...
03/07/2026

🌍 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 16-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში Summer Fancy Food Show 2026 მიიღო მონაწილეობა.

📍 ღონისძიება გაიმართა ნიუ იორკში, Jacob K. Javits Convention Center-ში.

🤝 Summer Fancy Food Show ყოველწლიურად აერთიანებს 30,000-ზე მეტ ვიზიტორსა და ინდუსტრიის წარმომადგენელს, მათ შორის 8,000-მდე შემსყიდველს (buyers) და 2,400-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

🇬🇪🇺🇿 საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასი...
23/06/2026

🇬🇪🇺🇿 საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ალიანსის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნის გამოცდილება წარუდგინა.

🤝ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ასევე მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (TIIF) პანელურ დისკუსიაში, სადაც განიხილეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
______________________________________________________________________

🇬🇪🇺🇿 The Chairman of the Investment Agency of Georgia, Mikheil Khidureli, took part in the founding meeting of the Regional Alliance of Investment Councils of Central Asia and the Caucasus (RAIC-CAC), held in Tashkent.

As part of the event, Mikheil Khidureli presented Georgia's investment environment and the country's experience in attracting investment to the members of the alliance.

🤝During the visit, Mikheil Khidureli also participated in a panel discussion at the Tashkent International Investment Forum (TIIF), where the region's investment potential and opportunities for cooperation were discussed.

We are pleased to announce that Investment Agency of Georgia is taking part in Breakbulk Europe 2026, one of the world's...
03/06/2026

We are pleased to announce that Investment Agency of Georgia is taking part in Breakbulk Europe 2026, one of the world's largest transportation and logistics forums, with a dedicated Georgia Country Pavilion.

Taking place in Rotterdam, The Netherlands on 16-18 June, this is a landmark opportunity to present Georgia's investment potential and competitive advantages to international investors and industry leaders from across the globe.

We are inviting Georgian companies attending Breakbulk Europe 2026, or considering participation, to join us at the Georgia Pavilion (Stand ) and make the most of our shared space for networking and business meetings.

Interested parties are invited to fill out the application:

https://forms.gle/s1Fov1Kys46fq13H8

საინვესტიციო სააგენტო საქართველოს პავილიონით წარსდგება ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფორუმზე - Breakbulk Europe 2026.

ღონისძიება, რომელიც როტერდამში, ნიდერლანდებში, 16-18 ივნისს გაიმართება, განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკურენტული უპირატესობების ინვესტორებისა და ინდუსტრიის ლიდერებისთვის გასაცნობად.

ქართულ კომპანიებს, რომლებიც ესწრებიან ან Breakbulk Europe 2026-ზე მონაწილეობას განიხილავენ, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ საქართველოს პავილიონში და გამოიყენონ ჩვენი სივრცე ბიზნეს შეხვედრებისთვის.

დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი:
https://forms.gle/s1Fov1Kys46fq13H8

Address

18 Uznadze Street
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322960010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Invest in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Invest in Georgia:

Shortcuts

Share