GNFC - Georgian National Film Center

GNFC - Georgian National Film Center საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი Georgian National Film Center

The National Film Center sets state policy in the film sector.

ეროვნული კინოცენტრი

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში. კინოცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით. The Film Center is a legal entity of public law under the Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia tasked with providing state support to national cinematography.

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ საქართველოს სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურია“ ...
03/09/2026

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ საქართველოს სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურია“ წარადგენს. ფილმი 2027 წლის 99-ე დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად იქნება წარდგენილი.

კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმი სპეციალურმა კომისიამ ეროვნული არქივის კინოთეატრში, ფარული კენჭისყრის შედეგად, გამოავლინა.

ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა:
• „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
• „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია;
• „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
• „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე;
• „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების დაფინანსების კონკურსს საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კი...
01/09/2026

ეროვნული კინოცენტრი აცხადებს პროექტების დაფინანსების კონკურსს საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობის მიზნით.

✅ ნაჩვენები უნდა იყოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმები;
✅ პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში მინიმუმ 8 კინოჩვენებას;
✅ ყოველი კინოჩვენების შემდგომ უნდა გაიმართოს მოდერირებული დისკუსია აუდიტორიასთან ან/და შეხვედრა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან.

🗓️ განაცხადები მიიღება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით.

ℹ️ კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე: https://www.gnfc.ge/ka/news/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/dafinansebis-konkursi

საკონტაქტო პირი: მანანა სურაძე, კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი [email protected]

ფილმწარმოების ხელშეწყობის მიზნით, 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ...
25/08/2026

ფილმწარმოების ხელშეწყობის მიზნით, 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდება შემდეგი კონკურსები:

🔹21 სექტემბერი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 500 000 ლარი; დაფინანსდება მაქსიმუმ 4 პროექტი);

🔹28 სექტემბერი - პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 3 000 000 ლარი; დაფინანსდება მაქსიმუმ 5 პროექტი);

🔹16 ოქტომბერი - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი (ჯამური ბიუჯეტი - 3 000 000 ლარი; დაფინანსდება მაქსიმუმ 4 პროექტი).

კონკურსებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდსა და სოციალური მედიის გვერდებს.

ეროვნული კინოცენტრი გისურვებთ წარმატებას!

ქართველმა რეჟისორმა ანა ურუშაძემ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ფილმისთვის ,,მეორეხარისხოვანი რ...
22/08/2026

ქართველმა რეჟისორმა ანა ურუშაძემ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ფილმისთვის ,,მეორეხარისხოვანი როლი".

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ვულოცავთ რეჟისორს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

Photo: © Obala Art Centar

ეროვნული კინოცენტრის განცხადება ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვი...
20/08/2026

ეროვნული კინოცენტრის განცხადება

ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში - „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის.

📢 1-ელი სექტემბრიდან ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩ...
19/08/2026

📢 1-ელი სექტემბრიდან ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობის მიზნით.

🎬 დაფინანსების მისაღებად პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
✅ ნაჩვენები უნდა იყოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმები;
✅ პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში მინიმუმ 8 კინოჩვენებას;
✅ ყოველი კინოჩვენების შემდგომ უნდა გაიმართოს მოდერირებული დისკუსია აუდიტორიასთან ან/და შეხვედრა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან;
✅ თითოეული პროექტის თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 17 000 ლარია.

🗓️ განაცხადები მიიღება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით.

ℹ️ კონკურსის დეტალური პირობები და განაცხადის ფორმები გამოქვეყნდება 1-ელ სექტემბერს.

17/08/2026

„როცა წავიკითხე, იმდენად მომეწონა და იმდენად კინემატოგრაფიული იყო, სულისშემძვრელი ამბავი, რომ მივხვდი, ფილმი უნდა გაგვეკეთებინა. „იგის“ ძირითადი ხაზი იგივეა, თუმცა სცენარი საკმაოდ განსხვავდება ნაწარმოებისგან.“ - ნათია ნიკოლაშვილი

„მზად ვართ, ვაჩვენოთ ყველას, რომ საქართველოში შესაძლებელია უმაღლესი დონის ანიმაციის სრულად წარმოება.“ - ვლადიმერ კაჭარავა

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქართველი რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი მუშაობს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე „იგი“.

12/08/2026

"იდეა 2022 წელს მომივიდა, 2025 წელს ქართული და ფრანგული მხარისგან ერთდროულად მივიღე დაფინანსება და ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია შედგა" - მარიამ ქორთუა.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მარიამ ქორთუა მუშაობს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე „მაყურებლები“.

10/08/2026

"ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს ნახატი გაგვეცოცხლებინა, ჩემი საყვარელი სამი ფილოსოფოსის პროტოტიპებად გვექცია და აგველაპარაკებინა. ყველა პერსონაჟი საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით საუბრობს ძალიან ყოფით თემებზე" - ნიკოლოზ მესხი

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, რეჟისორი ნიკოლოზ მესხი მუშაობს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე "სივრცე ყველაფრის მიმტევებელი"

07/08/2026

Address

Davit Aghmashenebeli Avenue 164
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322999200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GNFC - Georgian National Film Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GNFC - Georgian National Film Center:

Shortcuts

Share