საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო 2022 წლის 11 ივნისს შეიქმნა. მის ძირითად მისიას, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს.
ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს:
▫️ სივრცის დაგეგმარების და
ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავებას, დარგის მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და მართვას;
▫️ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობას;
▫️ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და მათი ნაწილების შემუშავებას;
▫️ კომპეტენციის ფარგლებში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფციის, პროექტისთვის ან/და მათი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადებას;
▫️ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიცირებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის/პროექტის განხილვასა და დამტკიცებას;
▫️ ქალაქთმშენებლობითი დასკვნების გაცემას;
▫️ საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარ შეფასებას;
▫️ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასა და სამინისტროსთვის დოკუმენტაციის წარდგენას საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად;
▫️ ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას;
▫️ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევების მომზადებას;
▫️ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
▫️ სივრცის დაგეგმარების და ქალათმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას;