თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze

თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze Minister of Culture | Government Official | Culturologist | Manager | Media Manager | Producer

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნანი ბრეგვაძე მართლაც ცოცხალი ლეგენდა და ჩვენი სცენის ნამდვილი დედოფალია. ძალიან მიხა...
12/06/2026

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნანი ბრეგვაძე მართლაც ცოცხალი ლეგენდა და ჩვენი სცენის ნამდვილი დედოფალია. ძალიან მიხარია, რომ მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სწორედ ბათუმიდან დაიწყო, ქალაქიდან, რომელიც ქალბატონ ნანის განსაკუთრებულად უყვარს.

საღამო საოცრად ემოციური იყო. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რამდენად გამორჩეული ადამიანია და რამდენ დიდ სიყვარულს იმსახურებს საზოგადოებისგან. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ შეხვედრას თავის ერთგულ მსმენელთან.

მადლობა აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს და მთელ გუნდს ამ შესანიშნავი საღამოსთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნანის იმ უდიდესი შემოქმედებისთვის, რომელიც მან საქართველოს აჩუქა.

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს კულტურის მინისტრის მო...
11/06/2026

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ვეწვიე, რომელიც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სასწავლებლის განვითარების პერსპექტივებზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის მხარდაჭერის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში დავათვალიერეთ სტუდენტებისა და ლექტორების ნამუშევრების გამოფენა, ასევე დავესწარით სადიპლომო ფილმების კვირეულის ფარგლებში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას.

მიხარია, რომ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე სამი ათეული წელია წარმატებით ემსახურება ახალი შემოქმედებითი თაობების აღზრდას და განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უნივერსიტეტის ახალ ინიციატივებსა და მის შემდგომ განვითარებას.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბ პატარაძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მქონდა და მას ამ მნიშვნელოვა...
11/06/2026

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბ პატარაძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მქონდა და მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე.

შეხვედრაზე აჭარის რეგიონში კულტურული პროექტების გაძლიერებასა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები და სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და გეგმები.

დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებებით, ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ.

ასევე, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, ბათუმის კულტურის დედაქალაქის პროექტის მხარდაჭერა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ბათუმისთვის.

საქართველოს კულტურის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აჭარაში კულტურული პროცესების ხელშეწყობას და სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას.

სასიხარულოა, რომ ონის ახალი მუზეუმის გახსნისთვის მზადება უკვე დასკვნით ეტაპზეა.შენობა ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და ახლა კო...
11/06/2026

სასიხარულოა, რომ ონის ახალი მუზეუმის გახსნისთვის მზადება უკვე დასკვნით ეტაპზეა.
შენობა ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და ახლა კოლექციების გადატანისა და ექსპოზიციების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რაჭას მსოფლიოსთვის არაერთი საინტერესო ისტორიის მოყოლა შეუძლია. მეც მჯერა, რომ ეს მუზეუმი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდება. იმედი მაქვს, მის გახსნას სულ მალე ერთად ვიზეიმებთ და კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „სთარინგ ჯორჯიას“ გუნდს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინდუსტრი...
10/06/2026

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „სთარინგ ჯორჯიას“ გუნდს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანიაა. ამ მასშტაბური პროექტის საორგანიზაციო და ტექნიკური ნაწილი სწორედ მათი პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია.

მსგავსი ტიპის პროექტებს ჩვენი ქვეყნისთვის როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და კულტურული ინდუსტრიის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სფეროს განვითარებას და მხარს ვუჭერთ თითოეულ ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის წინსვლას ემსახურება.

მადლობა მთელ გუნდს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის. ახლა ისინი პროექტის ყველაზე საპასუხისმგებლო, ფინალურ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ყველა სტუმარს, მსმენელსა და მაყურებელს ვუსურვებ, დაუვიწყარ სიამოვნებას. წინ ნამდვილად შთამბეჭდავი შოუ გველოდება.

დღევანდელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რატომ არის „რუსთავი“ ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანსამბლ...
08/06/2026

დღევანდელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რატომ არის „რუსთავი“ ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანსამბლი. ეს არის აკადემიურ სიმაღლეზე აყვანილი ფოლკლორი. ანსამბლის შექმნასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ანზორ ერქომაიშვილს, სხვადასხვა ცნობილ ქორეოგრაფს, მათ შორის ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს.

მიხარია, რომ დღეს სწორედ ის აკადემიური პროგრამა ვიხილეთ, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ანსამბლის სახესა და ტრადიციას. ქართული ფოლკლორი, ასეთი შესრულებით, მართლაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„რუსთავი“ უკვე დიდი ხანია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააცნობენ მსოფლიოს ქართულ კულტურას.

გულითადად ვულოცავ “შემოქმედებითი საქართველოს“ მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ჩემთვის განსაკუთრებით...
06/06/2026

გულითადად ვულოცავ “შემოქმედებითი საქართველოს“ მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ეს ჟურნალი არა მხოლოდ სახელოვნებო პროცესების წარმოჩენას ემსახურება, არამედ ხელს უწყობს სახელოვნებო კრიტიკის და კულტურის ჟურნალისტიკის განვითარებას.

ვფიქრობ, ეს არის სივრცე, რომელიც გაამთლიანებს სახელოვნებო პროცესებს და ახალ იდეებს. დარწმუნებული ვარ, ჟურნალის გვერდებზე არაერთ საინტერესო ავტორსა და თემას გავეცნობით.

მიხარია, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი ასეთი შთამბეჭდ...
04/06/2026

მიხარია, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი ასეთი შთამბეჭდავი და ემოციური საღამოთი გაიხსნა.

დღევანდელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი ძალა აქვს მუსიკას, რწმენასა და კულტურას ადამიანების გასაერთიანებლად.

გულითად მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნდობისა და ლოცვა-კურთხევისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს, სვიმონ ჯანგულაშვილსა და ზვიად ბოლქვაძეს, ასევე ყველა მონაწილეს, რომლებმაც დღევანდელი საღამო მართლაც გამორჩეული გახადეს. დარწმუნებული ვარ, მათი ძალისხმევით ფესტივალი მრავალ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს ჩვენს მოქალაქეებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობისა და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერისთვის, რომლის წყალობითაც კულტურის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჩვენი მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს, ოპერის თეატრში შეკრებილ თითოეულ ადამიანს იმ განსაკუთრებული ემოციისთვის, რომელმაც დღევანდელი საღამო დაუვიწყარი გახადა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი ე...
01/06/2026

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი ეწვია, რომელსაც სახელოვანი ქართველი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს.

ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტები მსმენელს კლასიკური მუსიკის გამორჩეულ შესრულებას სთავაზობს.

მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები და ოვაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა.

მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს, მაესტრო გოგი ჭიჭინაძესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დაუვიწყარი მუსიკალური საღამოების შექმნაში მონაწილეობს.

01/06/2026

Address

4 Sanapiro Str
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze:

Share