03/06/2026
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ზაჰესის ტერიტორიიდან ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანა ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უკანა კიდურზე ღია ჭრილობა აღენიშნებოდა.
მას თავშესაფარში მიყვანისთანავე ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. რეაბილიტაციის შემდეგ ძაღლს მზრუნველი და პასუხისმგებლიანი პატრონი დასჭირდება, რომელიც მას უსაფრთხო და მყუდრო გარემოს შეუქმნის.
ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 112-ის საშუალებით ( ზარი უფასოა), რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა რეაგირება შეძლოს.
ვრცლად: http://ama.gov.ge/news/18342