Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება

Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება კლასიკური ლიბერალური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლება”

https://www.youtube.com/-MoreFreedom

17/09/2026

"სულ უფრო მეტ ახალგაზრდას წაიყვანენ რუსეთში, თუ ქართველი ხალხი არ შეეწინააღმდეგება ამ მოცემულობას"

🗣 ლუკა მიშველაძე

16/09/2026

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.

დიდება გმირებს!
აფხაზეთი საქართველოა!
რუსეთი მტერია!

27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა - დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელ...
16/09/2026

27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა - დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1 წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.

ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის.

მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

27 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.

დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია!

15/09/2026

"ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი ქართული ოცნების მავნე რეჟიმისგან"

🗣 ლუკა მიშველაძე

15/09/2026

იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება არ მუშაობს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაწვევის საკითხზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი ჩვენ უნდა ვიყოთ

ჩვენი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას!
14/09/2026

ჩვენი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას!

12/09/2026

რეპრესიების მიუხედავად - ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! 🇬🇪

📸 Netgazeti

,,კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს. სამ...
11/09/2026

,,კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს ,,პიარს შეწირულს” უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას.

Address

8 Gia Tetelashvili Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება:

Shortcuts

Share