Emergency Service • ემერჯენსი სერვისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Emergency Service • ემერჯენსი სერვისი

Emergency Service • ემერჯენსი სერვისი "ემერჯენსი სერვისი" - სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი

“ემერჯენსი სერვისი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!ქრისტე აღდგა!✨
12/04/2026

“ემერჯენსი სერვისი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!✨

04/04/2026

14 მარტს, სპორტის სასახლეში გამართული „რკენა 2“ მაყურებელმა დაუვიწყარი ემოციებით დაიმახსოვრა 💥

მებრძოლთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი „ემერჯენსი სერვისის“ გამოცდილ გუნდზე იყო მინდობილი ✔️

ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც პასუხისმგებლობა ყველაზე დიდია.

„ემერჯენსი სერვისი“ - ქართული სპორტის სანდო მხარდამჭერი!

“ემერჯენსი სერვისი" გილოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს! 🥼პირველ რიგში, გვსურს, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენი გუნ...
30/03/2026

“ემერჯენსი სერვისი" გილოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს! 🥼

პირველ რიგში, გვსურს, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენი გუნდის წევრ ექიმებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, 24/7 ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე.

მადლობა თავდადებისთვის!

14 მარტს, სპორტის სასახლეში, გამორჩეული სპორტული მოვლენა - "რკენა 2" გაიმართა 💥 ოქტაგონზე მებრძოლთა ჯანმრთელობაზე "ემერჯ...
23/03/2026

14 მარტს, სპორტის სასახლეში, გამორჩეული სპორტული მოვლენა - "რკენა 2" გაიმართა 💥

ოქტაგონზე მებრძოლთა ჯანმრთელობაზე "ემერჯენსი სერვისის" სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ზრუნავდა ✔

ღონისძიების მსვლელობის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ორ სპორტსმენს დროულად აღმოუჩინა პირველადი დახმარება და გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენს პარტნიორ "კავკასიის მედიცინის ცენტრში".

"ემერჯენსი სერვისი" - ქართული სპორტის მუდმივი ქომაგი და სამედიცინო მხარდამჭერი!

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“  აცხადებს შესარჩევ კონკურსს - ანესთეზიოლოგ-რეა...
14/03/2026

სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, გადაუდებელი, კრიტიკული სერტიფიკატის მქონე პირის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქ თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🔹საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
🔹მინიმუმ 5 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
🔹კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
🔹სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
🔹მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - [email protected].

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

საქართველოს სათხილამური ფედერაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS Youth-ის ეგიდით, 6-7 მარტს, ბ...
10/03/2026

საქართველოს სათხილამური ფედერაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS Youth-ის ეგიდით, 6-7 მარტს, ბაკურიანში, კოხტა-გორაზე, "ლადოს თასი 2026" ტურნირი გაიმართა!

შეჯიბრის სპორტულ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონების სპორტსმენებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

"ემერჯენსი სერვისი" ღონისძიების სამედიცინო მხარდამჭერი გახლდათ.

თუ გსურთ, სპორტული ღონისძიების მაღალკვალიფიციური სამედიცინო ეკიპაჟითა და სრულად აღჭურვილი რეანიმობილებით მობილიზება, დაგვიკავშირდით:
📞 577 22 02 30
📞 16 116

"ემერჯენსი სერვისი" - საიმედო პარტნიორი

დაუთმე გზა სასწრაფოს, გადაარჩინე სიცოცხლე! 🚨გამოძახებაზე დროული რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაშიც შენც შეგიძლია...
19/02/2026

დაუთმე გზა სასწრაფოს, გადაარჩინე სიცოცხლე! 🚨

გამოძახებაზე დროული რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაშიც შენც შეგიძლია, წვლილი შეიტანო

გამოიჩინე სოციალური პასუხისმგებლობა - როდესაც სასწრაფო დახმარების სირენებს გაიგონებ, აუცილებლად დაუთმე გზა!

🌍 4 თებერვალი — კიბოს მსოფლიო დღე!კიბო წარმოადგენს გლობალურ გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკისა და სქესის ...
04/02/2026

🌍 4 თებერვალი — კიბოს მსოფლიო დღე!

კიბო წარმოადგენს გლობალურ გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკისა და სქესის ადამიანზე. დაავადების ადრეული გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და სიცოცხლის ხარისხს.

თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, ონკოლოგიური დაავადებები გამოვავლინოთ ადრეულ სტადიაზე და ვმართოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რეგულარული სამედიცინო შემოწმება და ექიმთან დროული მიმართვა არის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კიბოს მსოფლიო დღე გვახსენებს პასუხისმგებლობას საკუთარი და ერთმანეთის ჯანმრთელობის მიმართ - ინფორმირებულობა, პრევენცია და პროფესიონალური სამედიცინო დახმარება გადამწყვეტ როლს ასრულებს.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე დღეს, რათა დაიცვათ მომავალი!

უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების (NTD) მსოფლიო დღე ყოველწლიურად 30 იანვარს აღინიშნება ცნობიერების ასამაღლებლად, დაფ...
30/01/2026

უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების (NTD) მსოფლიო დღე ყოველწლიურად 30 იანვარს აღინიშნება ცნობიერების ასამაღლებლად, დაფინანსების გაზრდისა და NTD-ების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით.

ეს დაავადებები მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს (ძირითადად მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში) და სერიოზულ ჯანმრთელობისა და ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის.

ეს დღე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ (WHA) 2021 წელს აღიარა, გლობალურ მოწოდებას წარმოადგენს კონტროლის, ელიმინაციისა და აღმოფხვრის მიზნით ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რაც ხაზს უსვამს თანასწორობისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას ამ სიღარიბესთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კეთრის მსოფლიო დღე ყოველწლიურად იანვრის ბოლო კვირას აღინიშნება.კეთრი არის უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადება (NTD), რომე...
25/01/2026

კეთრის მსოფლიო დღე ყოველწლიურად იანვრის ბოლო კვირას აღინიშნება.

კეთრი არის უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადება (NTD), რომელიც ჯერ კიდევ გვხვდება 120-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ახალი შემთხვევით.

კეთრის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ამ დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ, ფართო საზოგადოებისთვის იმის გაცნობიერებით, რომ ეს არის დაავადება, რომელიც გავრცელებულია ბაქტერიით და თანამედროვე მედიცინის პირობებში ადვილად განიკურნება.

"ემერჯენსი სერვისი" ახორციელებს პაციენტების ჰოსპიტალიზაციას სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით, როგორც საქართველოს მასშტაბით,...
20/01/2026

"ემერჯენსი სერვისი" ახორციელებს პაციენტების ჰოსპიტალიზაციას სამედიცინო ეკიპაჟის თანხლებით, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე - საზღვრებს გარეთ 🚑

ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით:
🟠 რეგიონიდან კლინიკაში
🟠 კლინიკიდან კლინიკაში
🟠 კლინიკიდან ბინაზე
🟠 ბინიდან კლინიკაში

ისარგებლეთ უსაფრთხო და მაღალეფექტური სამედიცინო დახმარებით 24/7
📞 16 116

მიიღეთ უსაფრთხო, მაღალეფექტური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად ✅"ემერჯენსი სერვისი" გთავაზობთ ს...
16/01/2026

მიიღეთ უსაფრთხო, მაღალეფექტური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად ✅

"ემერჯენსი სერვისი" გთავაზობთ სხვადასხვა პროფილის ექიმი კონსულტანტების ვიზიტს ბინაზე 👇

🟠 თერაპევტი
🟠 ოჯახის ექიმი
🟠 კარდიოლოგი
🟠 ნევროლოგი
🟠 ქირურგი
🟠 ონკოლოგი
🟠 ანგიოლოგი
🟠 სხვა პროფილის ექიმები

"ემერჯენსი სერვისი" - თქვენი კომფორტისთვის
📞 16 116

Address

Lubliana Street 13/6
Tbilisi
0159

Telephone

+995577220330

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Emergency Service • ემერჯენსი სერვისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Emergency Service • ემერჯენსი სერვისი:

Share