09/06/2026
📌VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, განახორციელეს პროექტი „მიგრაცია: შესაძლებლობები, რისკები და პასუხისმგებლობა“.
📚 პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს მიგრაციის მიზეზები, შესაძლებლობები და რისკები, ჩაატარეს კვლევა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ჩაწერეს ინტერვიუები ემიგრანტებთან და შექმნეს ვიდეოკოლაჟი მათი გამოცდილებების შესახებ.
📌პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა განივითარეს კვლევის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.
📌დასკვნით ღონისძიებაზე მათ სასკოლო საზოგადოებას გააცნეს კვლევის შედეგები და საკუთარი ნამუშევრები, რითაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეს თანატოლებსა და მასწავლებლებს.
მასწავლენელი: ნინო გალოგრე
#159სკოლა🎓