03/06/2026
❓ რატომ არის საჭირო პატარა აეროდრომი ყველა რეგიონში?
ასეთი აეროდრომები, როგორიც ამბროლაურშია, ერთკილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით, ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომლის აშენებაც იგივე ჯდება, რაც დაახლოებით 2-3 კილომეტრიანი სოფლის გზა.
❓ როგორია აეროდრომის ეფექტი?
აეროდრომი გზას თბილისიდან ამბროლაურამდე 3,5 საათიდან 35 წუთამდე ამცირებს და ეს დიდ ბიძგს აძლევს რეგიონის განვითარებას, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.
🛩️ ასეთი აეროდრომები მთელ საქართველოში, ყველა რაიონში უნდა იყოს, რომ ადამიანებმა არ იწვალონ გადაადგილებისთვის და დაზოგონ დრო.
მითუმეტეს, რომ ქვეყანაში გვაქვს რეგიონები, რომლებიც თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილი არიან ცივილიზაციას, როცა თოვლისგან გზები იკეტება.
– გიორგი გვენეტაძე, თბილისის საკრებულოს წევრი