კონკურსი - პანდემია, როგორც შესაძლებლობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კონკურსი - პანდემია, როგორც შესაძლებლობა

კონკურსი - პანდემია, როგორც შესაძლებლობა სამოყვარულო ვიდეორგოლების კონკურსი ?

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისში 2021 წელს ერთჯერადად აცხადებს კონკურსს „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“, რომლის მიზანია ქალაქ თბილისის სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლების მეშვეობით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, გააანალიზონ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში. კონკურსი მონაწილეებს სა

შუალებას მისცემს საკუთარ თავში აღმოაჩინონ/გამოავლინონ ახალი ნიჭი, შესაძლებლობები და ინტერესები, დაეუფლონ განსხვავებულ ცოდნას, საკუთარი ძალისხმევა მიმართონ თავიანთი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისკენ.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი სამოყვარულო ვიდეოების შინაარსში უნდა წარმოჩინდეს მოსწავლეთა თვალით დანახული შემდეგი საკითხები:
• საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილი;
• მოზარდების თვითგანვითარება;
• თვითრეალიზაცია;
• პასუხისმგებლიანი, გლობალური მოქალაქე;
• სოლიდარობა, სოციალური ქცევა, ტექნოლოგიები.

კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლის გუნდი, არაუმეტეს 4-5 მონაწილისა. საკონკურსო განაცხადის სახით სკოლას შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვიდეორგოლი. კონკურსში მიიღება და განიხილება კოვიდ-19 პანდემიასთან თემატურად დაკავშირებული ვიდეორგოლი, რომელსაც შექმნიან მონაწილე გუნდები კონკურსში მონაწილეობისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სკოლის მიერ შეივსოს ელექტრონული განაცხადი და საკონკურსო ნაწარმოები წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით ელ-ფოსტაზე [email protected]

კონკურსში გამარჯვებულ 3 გუნდს (I, II და III ადგილები) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას, იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:
• პოზიტიური ხედვა;
• შემოქმედებითი მიდგომა;
• სცენარი და შინაარსი;
• ფასეულობითი სარგებელი.

აგრეთვე, კონკურსში გამოვლინდება მე-4 გამარჯვებული ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. „ხალხის რჩეული“ გახდება ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 21-30 ივნისის პერიოდში, კონკურსის სოციალური ქსელის (ფეისბუკი) გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას მიიღებს.

გამარჯვებულ ოთხ გუნდს (I, II, III ადგილებზე გასული გუნდები და ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებული გუნდი) გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების მიერ.

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები:

I ეტაპი - განცხადების შევსებისა და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა - 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 20 ივნისის 24 საათის ჩათვლით;
II ეტაპი - ჟიურის მიერ ნამუშევრების გაცნობა, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით I, II და III ადგილებზე გასულ გამარჯვებულთა გამოვლენა; აგრეთე ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებულის გამოვლენა - 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
III ეტაპი - გამარჯვებულების დაჯილდოება.

პროექტის ორგანიზატორია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

24/02/2024
25/10/2023

გენდერული თანასწორობის საბჭო • თბილისის საკრებულო

29/05/2023
26/05/2023

#ესდღეჩვენია
#26მაისი
#თავისუფლებისსიყვარულით

22/04/2023

♟️🥇 ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონია

🇬🇪 ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

🇬🇪 ანასტასია კირთაძე 2011 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

03/03/2023
05/12/2022

Address

თავისუფლების 2
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კონკურსი - პანდემია, როგორც შესაძლებლობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კონკურსი - პანდემია, როგორც შესაძლებლობა:

Share