27/03/2024
მიმდინარე წლის 27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო დესპანს რწმენისა და რელიგიის საკითხებში, ბეა ტენ ტუშერსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის განმავლობაში განხილილი იქნა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება. ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებს.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ.