20/04/2026
✅ იჯარით გაცემული საძოვრების მონიტორინგის შედეგად დარღვევები 4 390 ჰექტარზე გამოვლინდა
🗂️ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელა.
📝 მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, შემოწმდა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, წყალტუბოსა და ხობის მუნიციპალიტეტებში არსებული 58 საძოვარი, საერთო ფართობით 6 902.81 ჰა. მონიტორინგის შედეგად, 22 ნაკვეთზე (4 390 ჰა) სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.
საძოვრებზე განთავსებული იყო პროგრამაში დაურეგისტრირებელი (3 258 სული), ჩაურთველი (814 სული) და სხვა პირზე რეგისტრირებული პირუტყვი (2 756 სული). ასევე დარღვეული იყო ადგილმონაცვლეობის პრინციპი.
❗იჯარით გაცემულ საძოვრებზე პირუტყვის ძოვების ზღვრული დატვირთვის ნორმების დარღვევა იწვევს გადაძოვებას და ნიადაგის დეგრადაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს საძოვრების პროდუქტიულობას და აზიანებს სოფლის მეურნეობას.
🗂️ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქონების ეროვნულ სააგენტოს.
🔸მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, გაიჯარებული საძოვრების მონიტორინგის პარალელურად, შეისწავლა ის საძოვრებიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიუხედავად, პრეტენდენტთა მხრიდან ინტერესი არ გამოხატულა, მათი რაოდენობა 129 ერთეულს შეადგენს, საიდანაც დათვალიერდა 28 საძოვარი, ჯამური ფართობით 1,425.38 ჰექტარი. როგორც საველე დათვალიერებამ აჩვენა, მსგავსი ტიპის საძოვრები დაბალი სამეურნეო ღირებულებით გამოირჩევა, კერძოდ, მიუვალია, დაქვიანებულია ან გატყევებულია და ა.შ.
🔎 მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან.
Violations Identified on 4,390 Hectares Following Monitoring of Leased Pastures
Within the framework of the State Program for Access to State-Owned Pastures, the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring conducted monitoring of lessees’ compliance with their contractual obligations.
According to data from the first quarter of the current year, 58 pastures with a total area of 6,902.81 hectares were inspected in the municipalities of Dedoplistskaro, Sagarejo, Signagi, Tskaltubo, and Khobi. As a result of the monitoring, various types of violations were identified on 22 plots (4,390 hectares).
Pastures were found to contain livestock that were not registered in the program (3,258 head), not recorded in the program (814 head), or registered to other individuals (2,756 head). In addition, the principle of rotational grazing had been violated. Exceeding the permissible grazing load on leased pastures leads to overgrazing and soil degradation, which in the long term reduces pasture productivity and negatively affects agriculture.
Information on violations of lease agreement obligations has been forwarded to the National Agency of State Property for follow-up action.
In parallel with monitoring leased pastures, the Agency also assessed pastures included in the state program that did not attract interest from applicants. Their total number is 129, of which 28 pastures, with a total area of 1,425.38 hectares, were inspected. Field observations showed that such pastures are characterized by low economic value, as they are difficult to access, stony, or overgrown with vegetation.
Land resource monitoring is an important mechanism of state control, contributing to the sustainable management of land resources and the protection of soil from degradation.