ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, Government Organization, ჟ. შარტავას ქუჩა №7, Tbilisi.

პირველად შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკა უბნების მიხედვით, სადაც დატანილია ავტობუსებისა და მიკ...
24/06/2026

პირველად შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკა უბნების მიხედვით, სადაც დატანილია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

საინფორმაციო რუკები მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების ახლად მოწყობილ მოსაცდელებსა და ასევე, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდა.

🌐 https://tbilisi.gov.ge/page/3351

აქვე მოცემულია ინფორმაცია სატრანსპორტო სერვისების, ბარათებისა და შეღავათიანი ტარიფების შესახებ.

22/06/2026

სატრანსპორტო მოძრაობის დაგეგმარების პროცესი ⤵️

17/06/2026

📌 „ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

15/06/2026

☑️ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების შესახებ - მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და დაგეგმილი ცვლილებები.

☑️ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში.

13/06/2026

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 09:30-დან 12:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-დან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მის გადამკვეთ ქუჩებზე.

თამარაშვილის გამზირიდან და წყნეთის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები შეზღუდვის შემოვლას შეძლებენ არჩილ მიშველაძის, ილო მოსაშვილისა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები - ლადო კავსაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და არჩილ მიშველაძის ქუჩების გამოყენებით.

ეროვნული სასახლის წინ შეზღუდული საგზაო მონაკვეთის შემოვლას თავისუფლების მოედნიდან მიმავალი ავტომობილები შეძლებენ ლადო გუდიაშვილის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ გია ჭანტურიას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების საშუალებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წყნეთის გზატკეცილიდან ვაკის დანარჩენი ქუჩებისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროებით საბურთალოს მიმართულებით გადაეწყობიან. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და უკუმიმართულებითაც ანალოგიურად იმოძრავებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოიყენებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედანს და საბურთალოს მარშრუტს, რათა იმოძრაონ კუს ტბის მიმართულებით; გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპის მოედნის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდება ბარათაშვილის ქუჩაზე. ასევე, ტაბახმელის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, შინდისის, ოქროყანის მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ამაღლების ქუჩის N11-მდე მოემსახურება.

გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.

„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308,...
11/06/2026

„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე - მეტროსადგურ „წერეთელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე - ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე - ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა - ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.

10/06/2026

თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელის შესახებ ⬇️

10/06/2026

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები ⤵️

კახა კალაძე: „დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. ამასთან, მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.

დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა. ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე. ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება".

10/06/2026
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „მდგრადი ურბანული განვ...
06/06/2026

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „მდგრადი ურბანული განვითარება - სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა, ეკოტრანსპორტის განვითარება“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა.

ნინო ბაგაშვილმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკისა და იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მდგრადი მობილობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება.

სააგენტოს უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან ხედვებზე, მათ შორის, ტრამვაის დაბრუნებასა და საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე. მისი თქმით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისის მულტიმოდალურ სატრანსპორტო ქსელს და ხელს შეუწყობს ქალაქის მდგრად განვითარებას. ნინო ბაგაშვილმა არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა, რომლის წინაშეც სწრაფად მზარდი ქალაქები დგანან.

დისკუსიის მონაწილეებმა ურბანული განვითარების თანამედროვე მიდგომებიც განიხილეს. თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროფესიული წრეებისათვის, სადაც ქალაქების მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები განიხილება.

Address

ჟ. შარტავას ქუჩა №7
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 06:00
Wednesday 11:00 - 06:00
Thursday 11:00 - 06:00
Friday 11:00 - 06:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share