26/08/2020
Vox Populi Vox Dei - ხალხის ხმა შემქნელის (ღმერთის) ხმაა!
ვინც პირადად და პროფესიული კუთხით მიცნობს , იცის ვინ ვარ, რა გამიკეთებია და რაც უფრო მნიშვნელოვანია - რისი გაკეთება შემიძლია! ვინც პირადად არ მიცნობს, შეუძლია შეაფასოს ჩემი წარსული და აწმყო, ღია ვარ, და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება მომავალზე...
ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ხშირად ისმის ხალხში ხმა - დავიღალეთ ამ შეხმატკბილებული , კოჰაბიტაციაში მყოფი პოლიტიკური ელიტისგან, ბიპოლარული გარემოსგან, სადაც ხალხი არავის ახსოვს და მხოლოდ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მიდის კინკლაობა.
ხალხს სურს ახალი სახეები, პოლიტიკოსები პროფესიული გამოცდილებით და ხალხის სიყვარულით! ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხალხისგან მოდის და ხალხის ხმაა!
სოციალური ყოფა, შრომითი უფლებები, ღირსეული განვითარება, თავისუფლება, სამართლებრივი თანასწორობა, სამართლიანობა, - ეს ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდის სამუშაო და ღირებულებებითი გზაა, ხოლო ხალხის ხმა წყვეტს ბევრ რამეს #არჩევნები2020 და ეს ხალხის სურვილი იხილოს ახალი და პროგრესზე ორიენტირებული ადამიანები პოლიტიკაში - ხალხის-ვე ხელშია!
67 დღეში თქვენზეა #თავისუფალიარჩევანი
დაგვიჭირეთ მხარი და ხალხის ხმა პარლამენტში გაისმება!
აქტიური კამპანია 1 სექტემბრიდან, რომ უკეთ გაიცნოთ პროგრამა და გუნდის თითოეული წევრი!
თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა!