საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/Culture Committee

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/Culture Committee

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/Culture Committee კოორდინაციას უწევს კულტურის პოლიტიკის განსაზღვრასა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.

კომიტეტის წევრები:

1. გიორგი გაბუნია - თავმჯდომარე
2. ეკა ჭიჭინაძე - თავმჯდომარის პირველი მოადგილე
3. არჩილ ბერიძე
4. ისკო დასენი
5. ზაურ დარგალი
6. ზაზა ლომინაძე
7. გიორგი სოსიაშვილი

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმ...
30/03/2026

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

🔹 სხდომაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ანგარიშები.

🔹 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საქმიანობის ანგარიში კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ წარადგინა.

🔹 მისი თქმით, კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 2025 წელს კონსერვატორიამ პირველად მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და მოიპოვა ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების უფლება.

🔹 მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის მიუხედავად, კონსერვატორიაში საბაკალავრო პროგრამა 4-წლიან ფორმატში შენარჩუნდა.

🔹 სხდომაზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის ანგარიში უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა წარადგინა.

🔹 მომხსენებელმა უნივერსიტეტის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში.

🔹 გიორგი შალუტაშვილმა საგანმანათლებლო პროგრამებზე, საგამომცემლო საქმიანობასა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.

🔹 მან განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქართველ თეატრისა და კინოს რეჟისორებზე წიგნი გამოიცემა და ის მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებში განთავსდება.

🔹 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ქვეყნისთვის სამხატვრო აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

🔹 გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საქმიანობაზე უნივერსიტეტის პრორექტორმა თათია ჩხეიძემ ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტმა 2023 წელს მოიპოვა ავტორიზაცია და უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა 4 წლიანია, სამაგისტრო საფეხურზე - 2 წლიანი.

🔹 მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ახალ შენობაში გადადის.

🔹 თათია ჩხეიძემ საუნივერსიტეტო აქტივობებზე, სტუდენტურ ექსპედიციებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

🔹 როგორც სხდომაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია არსებულ გამოწვევებზე ღიად საუბარი და მათი განხილვა. ასევე, პრობლემების დროულად მოგვარებისთვის აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი.

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა2026 წლის 30 მარტიდღის წე....

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმ...
30/03/2026

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

🔹 სხდომაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ანგარიშები.

ვრცლად: https://shorturl.at/eSEPe

🔹 პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია  სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.🔹 შეხვე...
27/03/2026

🔹 პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გაბუნიამ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

🔹 “შეხვედრისას ვისაუბრეთ კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. კულტურის კომიტეტი მზად არის, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და ჩაერთონ საკომიტეტო საქმიანობაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა უფრო უკეთ გაეცნოს საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის წესრიგი1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ...
09/03/2026

დღის წესრიგი

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;

მომხსენებელი: ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე - თამარ გვარიშვილი;

ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი - ლაშა მდივანი.

კულტურის კომიტეტის სხდომა2026 წლის 9 მარტიდღის წესრიგი1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკ.....

🔹 კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულები...
09/03/2026

🔹 კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა.
ვრცლად: https://shorturl.at/504RE

ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალა...
07/03/2026

ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს.

ვულოცავთ ბატონ გიორგის და ვუსურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია

23/02/2026
დღის წესრიგი1. სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ...
23/02/2026

დღის წესრიგი

1. სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;

მომხსენებელი: სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - კონსტანტინე გამსახურდია;

სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე - მირიან ხოსიტაშვილი.

კულტურის კომიტეტის სხდომა2026 წლის 23 თებერვალი,დღის წესრიგი1. სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ....

19/02/2026
გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ოთარ ბაღათურია.ბატონი ოთარის ...
12/02/2026

გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ოთარ ბაღათურია.
ბატონი ოთარის გარდაცვალება
დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის.
მისი პროფესიონალიზმი, ხედვა და ადამიანური სითბო მუდამ ემახსოვრება ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონია.
კულტურის კომიტეტი უსამძიმრებს რეჟისორის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

✅️გიორგი გაბუნია პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენას დაესწრო.ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმ...
12/02/2026

✅️გიორგი გაბუნია პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენას დაესწრო.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა.
პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.

გიორგი გაბუნიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ლიტერატორებისთვის, ისტორიკოსებისთვის, მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის და თითოეული ადამიანისთვის ვისაც უყვარს ჩვენი ისტორია და კულტურა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზეთ „ივერიის“ გამოცემას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ინიციატივით დაარსებული გაზეთ „ივერიის“ ოცი წლიური კომპლექტის გამოცემას გეგმავს.

გიორგი გაბუნიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს ნოდარ დუგლაძეს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას, პროექტის მონაწილე თითოეულ წევრს და ფონდს „ქართუ“, რომელმაც უზრუნველყო ამ პროექტის დაფინანსება. მისი თქმით, ფონდმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის და ხელოვნების განვითარების საქმეში.

პროექტი „გიგანტური წიგნები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნოდარ დუგლაძის ინიციატივით 2025 წელს დაიწყო და XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები, გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.

გათვალისწინებულია როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვა დაწესებულებებში (ბიბლიოთეკები, არქივები, კერძო კოლექციები) დაცული ეგზემპლარების გაციფრება და ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა.

გაციფრებული ხარვეზიანი ფურცლები მუშავდება, ნაკლული წლიური კომპლექტები კი სხვადასხვა ფონდებში მოძიებული ეგზემპლარებით ივსება.

კულტურის კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.🔹საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონ...
09/02/2026

კულტურის კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

🔹საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.

🔹მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზება განხორციელდა და ორ სამინისტროდ გაიყო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროდ.

ცვლილებების თანახმად, დასახელება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ იცვლება და ფორმულირდება როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“. ასევე, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო“.

🔹სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი და კენჭი უყარეს საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას.

Address

რუსთაველის გამზირი N8
Tbilisi
0118

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/Culture Committee posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/Culture Committee:

Share