11/12/2025
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 კონდიტერიის მიმართულებით ჩატარდა!
👩🍳 კონკურსანტებმა დარგის ექსპერტების მიერ წინასწარ შემუშავებული დავალებები ,,დუშეფში", სპეციალურად მოწყობილ პროფესიულ სამზარეულოში თანაბარ პირობებში შეასრულეს.
კონკურსი პირველი დღე მოიცავდა სამ დავალებას: პირველ დავალებაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს დესერტის თეფში, რომელიც უნდა ყოფილიყო გამორჩეული გემოვნური ბალანსით, ტექნიკური სიზუსტითა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვით; მეორე დავალება გულისხმობდა შაქრის ცომისგან ხელით მოდელირებული მინიატურული ფიგურების შექმნას; ხოლო მესამე დავალება შოკოლადის ბომბონების მომზადებას მოიცავდა.
მეორე დღეს ჟიურის წარუდგინეს ანტრემე და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილი შოკოლადისა და კარამელის ქანდაკებები. კონდიტერიის საკონკურსო დავალებები მთლიანად ეფუძნებოდა ,,ფიროსმანის" თემატიკას და გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და ესთეტიკური სიზუსტით.
პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.
📍 კონკურსს ,,დუშეფი” მასპინძლობდა.
📅 მიმართულებაში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები 12 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
🤝 კონდიტერიის მიმართულების მხარდამჭერია ,,ლაქტალის ჯორჯია”.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills - ის სრულუფლებიანი წევრია.
🙏🏻 ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!