სხალთის საჯარო სკოლა

სხალთის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სხალთის საჯარო სკოლა, Public School, Skhalta's public school სხალთის საჯარო სკოლა, Skhalta.

სკოლა 1930 წელს დაუარსებიათ, შემდეგ ის 7-წლიანად გადაუკეთებიათ,1954 წელს კი საშუალოდ. ამჟამინდელი კაპიტალური შენობა აშენდა 1974 წელს. სკოლა მდებარეობს მდინარე სხალთისწყლის სანაპიროზე, ისტორიულისხალთის მონასტრის მახლოხლად. სხალთაში ს. ყინჩაურში პირველდაწყებითი სკოლა 1930 წელს დაუარსებიათ, შემდეგ ის 7-წლიანად გადაუკეთებიათ,1954 წელს კი საშუალოდ. 1976 წელს აქ კაპიტალური სკოლა აშენდა რომელსაც კაპიტალური რემონტი 2011 წელს ჩაუტარდა.

დღეს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია”  - ს წარმომადგენლები: აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბატი, ტექნიკური დირექტორი პრანშატ...
08/06/2026

დღეს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” - ს წარმომადგენლები: აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბატი, ტექნიკური დირექტორი პრანშატი, გარემოსდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა, სოციალური მიმართულებით ნინო დიასამიძე, იზა გოცაძე და კომპანიის სხვა თანამშრომლები სტუმრობდა სხალთის საჯარო სკოლას . გაიმართა 5ივნისის გარემოსდაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება. კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია გარემოსდაცვასთან დაკავშირებით. კითხვა პასუხის ფორმატში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. ბავშვებმა კომპანია აჭარისწყალის მიერ საჩუქრად გადმოცემულ ნატვრისხეზე განათავსეს სურვილები . დასკვნით ეტაპზე სტუმრებმა ბავშვები გაახარეს საჩუქრებითა და ტკბილეულით….
10 წელზე მეტია სხალთის სკოლა თანამშრომლობს კომპანიასთან. ამ დროის მანძილზე არაერთი პროექტი განხორციელდა პომპანიის მიერ სკოლაში, მათ შორის: სკოლის ეზოკარმიდამოს მოწყობა, ბიბლიოთეკის ინვენტარით სრული აღჭურვა, შენობის შესასვლელების რეაბილიტაცია და სხვა… სხალთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის კომპანია აჭარისწყალ ჯორჯიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის

03/06/2026

📢 პროექტი: „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“

📅 თარიღი: 10–12 ივნისი, 2026 წელი
📍 ადგილი: ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება ახორციელებს პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“.

🎯 პროექტის მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარება და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება.

🗣️ ტრენინგ-სემინარების თემა „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგების სერია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

🔹 რიტორიკის საფუძვლები - ანტიკურიდან თანამედროვეობამდე
🔹 ქართული ორატორული ხელოვნება და მისი მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში
🔹 სხეულის ენა

👩‍🏫 ტრენინგების კურსს გაუძღვება თინი ხუციშვილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.

👥 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? - პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ხულოს მუნიციპალიტეტში.

🎁 რას მიიღებენ მონაწილეები?

✅ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
✅ ყველაზე აქტიური და წარმატებული მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო-გაცნობით ტურში, რომელიც მოეწყობა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ტურისტულ ლოკაციებზე.

📝 რეგისტრაცია

📌 პროექტში მონაწილეები შეირჩევიან შევსებული სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე.

⏰ განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
08 ივნისი, 2026 წელი, 20:00 საათი

📍 მისამართი:
დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №9

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

📞 +995 598 091 685
📞 +995 598 096 668

სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDy816CMglW5ETGQgmr54G466F-PC7ATykTKpZJZeUSHPbCw/viewform?usp=header

✨ თუ გსურს განივითარო საჯარო გამოსვლის უნარები, მიიღო ახალი გამოცდილება - შემოუერთდი პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“

30/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხალთის საჯარო სკოლამ კვატიის საჯარო სკოლასთან ერთად აღნიშნა საზეიმოდ. მოსწავლეებმა გააც...
26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხალთის საჯარო სკოლამ კვატიის საჯარო სკოლასთან ერთად აღნიშნა საზეიმოდ. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართული ჰანგები, გრძნობით წარმოთქვეს ქართველ მგოსანთა ლექსები…. ნამდვილ დღესასწაულად აქციეს ეს დღე… მადლობა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას, სხალთის კულტურის სახლს და მოსწავლეებს ამ ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნისთვის….

22/05/2026
16/05/2026
05/05/2026
გორგილაძე სალომე
05/05/2026

გორგილაძე სალომე

14/04/2026

გილოცავთ დედაენის დღეს!

14/04/2026

ბევრ ქვეყანაში ბავშვები მხოლოდ მაღალი ნიშნებისა და ნიჭისთვის ჯილდოვდებიან. იაპონიაში კი უპირატესობას ანიჭებენ დისციპლინას, მოკრძალებას და შრომისმოყვარეობას. ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან მარტივ ჭეშმარიტებას:
ნიჭი შრომის გარეშე არაფერია, ნამდვილი წარმატება შეუპოვრობით მოდის.
იაპონიაში ხალხს არ უკვირს, თუ ექვსი წლის ბავშვი მარტო მიდის სკოლაში, გზას გადაკვეთს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. არა იმიტომ, რომ ბავშვი მარტოა, არამედ იმიტომ, რომ ბავშვი მზადაა ცხოვრებისთვის.
იაპონელი მშობლები არ ასრულებენ საშინაო დავალებას შვილებისთვის.სკოლებში მოსწავლეები ალაგებენ საკლასო ოთახებს, წმენდენ იატაკს და ალაგებენ ტუალეტებს.
ბევრ სკოლას არ ჰყავს დამლაგებელი .
რატომ?
იმიტომ, რომ იქ განათლება მხოლოდ სწავლას არ ეხება.
გსურთ ძლიერი ბავშვის აღზრდა?
ნუ მოეპყრობით მას, როგორც მეფეს ან დედოფალს.
ასწავლეთ არა მხოლოდ მათემატიკა,
ასწავლეთ:
- დისციპლინა
- მოთმინება
- შრომისმოყვარეობა.
მიეცით მას საშუალება, ისწავლოს საკუთარი შეცდომებიდან, რადგან, საბოლოო ჯამში, ბავშვის აღზრდა მხოლოდ მისი ცოდნის დონის ამაღლება არ არის. ეს არის მისი ძლიერ და კარგ ადამიანად ჩამოყალიბება.❤️

Address

Skhalta's Public School სხალთის საჯარო სკოლა
Skhalta

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995577150144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სხალთის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category