სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi

  • Home
  • Georgia
  • Signagi
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi

სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი - მალხაზ ბეგიაშვილი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის მეოთხე თეატრალური ფესტივალი თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“ გაი...
02/06/2026

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის მეოთხე თეატრალური ფესტივალი თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე დაესწრო.

რეჟისორ ლუკა მონავარდისაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში დაიდგა.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელობაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დელეგატმა, გია ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საბა ასლამაზიშვილმა ისაუბრეს.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1-დან 7 ივნისის ჩათვლით იმართება. მასში მონაწილეობს რვა ქართული და სამი უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის „ათინათი“ სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლების გარდა, საფესტივალო დღეებში ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ მოძრაობაში. ასევე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართული თეატრის ისტორიის შესახებ წაიკითხავს ლექციას.

ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე I, II და III ადგილზე გასული სპექტაკლები გამოვლინდება. გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემია გადაეცემათ. თანხა თეატრების საჭიროებებსა და მათ განვითარებას მოხმარდება.

ფესტივალი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაფუძნდა.

პროექტის მიზანია საქართველოში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა, ქართულ თეატრალურ სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოყვარულო და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შესაქმნელად სახელმწიფო თეატრების წახალისება, ქალაქ სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად განვითარების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.

02/06/2026

დღე I

02/06/2026
სიღნაღის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო.დღე I - პრესკონფერენცია.
01/06/2026

სიღნაღის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო.
დღე I - პრესკონფერენცია.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნინოობას აღნიშნავს.კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე ...
01/06/2026

დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნინოობას აღნიშნავს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან, მერის პირველ მოადგილე დავით დურგლიშვილთან და მრევლთან ერთად ბოდბეში საზეიმო წირვას დაესწრო.
წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.
გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს!

წნორის სამუსიკო სკოლის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცე...
31/05/2026

წნორის სამუსიკო სკოლის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი „მრავალჟამიერი“.
ღონისძიებაზე ანსამბლ „დიდგორის“ პროექტის – „ჩემო კარგო ქვეყანავ – კახეთის“ ფარგლებში, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის როგორც ცნობილი, ისე მივიწყებული ხალხური სიმღერები.

31/05/2026

Address

აღმაშენებლის მოედანი N2
Signagi
4200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi:

Share