Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Shuakhevi
  • Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა

Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა, Public School, Shuakhevi.

28/09/2023
ჩვენი სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურს "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში".  ისინი მოხვდნენ გამ...
28/09/2023

ჩვენი სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურს "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში". ისინი მოხვდნენ გამარჯვებულ ექვსეულში. წარმატებები ხიჭაურის საჯარო სკოლის, პროექტში ჩართულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მომავალ ღონისძიებებში 💚

🔹 კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა, გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.

🔹 კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: ითვალისწინებდა მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 6 საუკეთესო გუნდური პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს.

🔹 გამარჯვებულებისთვის ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები კონკრეტულ დარგსა და პროექტების მომზადებაში; მენტორების სესია; მათთვის აგრარული მიმართულებით ტრენინგი ჩაატარა აგრარული ექსტენციის საერთაშორისო ექსპერტმა, „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტმა, ლიზა ლოქსმანმა.

ხიჭაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის პედაგოგ მზევინარ ქათამაძესთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები ვიტამინ...
14/06/2023

ხიჭაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის პედაგოგ მზევინარ ქათამაძესთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები ვიტამინების შესახებ.

🔴თემის აქტუალობა
▪️ ვიტამინების როლი ადამიანის ორგანიზმისათვის
▪️ საკვები და ვიტამინები

🔴კვლევის მეთოდები:
▪️ თეორიული ნაწილი
ზოგიერთი ვიტამინის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში.
ადამიანის დღიური ნორმა ვიტამინებთან მიმართებაში.
წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები.
ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტში.
ზოგიერთი ვიტამინის ქიმიური შემადგენლობა, ქიმიური ფორმულა.

🟢5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. 🟢შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის დირექტორის, რამაზ ტაკიძის, ინიციატივი...
06/06/2023

🟢5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.

🟢შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის დირექტორის, რამაზ ტაკიძის, ინიციატივით მოეწყო გასვლითი ღონისძიება ღომას მთაზე. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხიჭაურის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებელი ნინო ქათამაძე.

🟢ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სპეციალურად გაშენებული წიფლნარი. აქვე მოწვეული იყო სპეციალისტი, რომელმაც მოსწავლეებს აუხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს გაშენებას და გარემოს დაცვას.

🟢უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს. ❤

ხიჭაურის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ისტორიის მასწავლებელ, ციალა მოსიძესთან ერთად 26 მაისის, საქართველოს დამ...
25/05/2023

ხიჭაურის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ისტორიის მასწავლებელ, ციალა მოსიძესთან ერთად 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის, აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა.
🔴 ბავშვებმა მასწავლებლის თანხლებით დაამზადეს 26 მაისთან დაკავშირებული გაზეთები, დეკორაციები და კომპიუტერული პრეზენტაცია.
🔴 მოამზადეს გამოსასვლელი სიტყვა, რომლითაც დამსწრე საზოგადოებას აცნობეს ზოგადი და გამათვითცნობიერებელი ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით.
🔴 ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ: პროექტის ავტორი და ამავდროულად, ისტორიის მასწავლებელი ციალა მოსიძე და სკოლის დირექტორი, მზევინარ ქათამაძე. მათ ბავშვებს, დამსწრეებსა და სრულიად საქართველოს მიულოცეს ეს ეროვნული დღე.

მზევინარ ქათამაძე
ციალა მოსიძე

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedecის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწ...
25/04/2023

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedecის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილი. პროექტის მონაწილეებმა წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გადასცეს წიგნები საჩუქრად. ამ აქციაში ჩართული იყვნენ ასევე ხიჭაურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.

25/04/2023
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedec-ის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოს...
11/04/2023

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა - აჭარა-bedec-ის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,განხორციელდა პროექტი "ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია", სადაც პროექტის მონაწილეებმა წარუდგინეს პრეზენტაცია ადგილობრივი (ხიჭაურის საჯარო) და მოწვეული (ტაკიძეების ) სკოლის მოსწავლეებს და აამაღლეს მათი ცნობიერება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ასევე პრეზენტაციას ესწრებოდა ხიჭაურის საჯარო სკოლის ექიმი, რომელმაც ბავშვებს ესაუბრა ჰიგიენის დაცვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

Nino Qatamadze

11/04/2023

Address

Shuakhevi
555

Telephone

+995577553484

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Khichauri public school/ხიჭაურის საჯარო სკოლა:

Share

Category