ახალი სენაკი • Ahali Senaki

ახალი სენაკი • Ahali Senaki კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

საარჩევნო ნომერი - 4

09/06/2026

ნიკა გვარამია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში"

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიციამ ყველანაირი კონსტიტუციური უფლების დარღვევით,  სასამართლომდე ერთი დღ...
29/05/2026

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიციამ ყველანაირი კონსტიტუციური უფლების დარღვევით, სასამართლომდე ერთი დღით ადრე გაიტაცა ინტერვიუზე მიმავალი ნიკა მელია.

მას შემდეგ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ხელი დააფაროს ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანებს და აბსურდული ბრალდებებით გაუხანგრძლივოს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა.

ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების არც ერთი რგოლი არ არის თავისუფალი ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან და რომ არც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული არ არის.

ნიკა მელიას გაუტეხელობა, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა არის რეჟიმთან ბრძოლის მთავარი იარაღი ქართველი ხალხის ხელში: ჩვენი უარი შეგუებასა და დამარცხებაზე.

თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება პოლიტპარიმებს!
ერთად გავიმარჯვებთ!

28/05/2026

მარიკა არევაძის ბრიფინგი გორში სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ წამებისა და ძალადობის ფაქტზე

გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია. ივანიშვილის რუსუ...
27/05/2026

გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია.

ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.

ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.

ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

საქართველო იმსახურებს უკეთესს! 🇬🇪
26/05/2026

საქართველო იმსახურებს უკეთესს! 🇬🇪

26/05/2026

საქართველო იმსახურებს უკეთესს! 🇬🇪

ერთად დავეხმაროთ აქციის პიკაპის მძღოლს!❗️26 მაისის აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მას მანქანა და ტექნიკა ჩამოართვა. ...
26/05/2026

ერთად დავეხმაროთ აქციის პიკაპის მძღოლს!

❗️26 მაისის აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მას მანქანა და ტექნიკა ჩამოართვა. დამატებით, გამოუწერეს ჯარიმა და 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.

ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო.

ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.

📌ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

თი ბი სი

📌მიმღები: ნიკა ქვარცხავა

25/05/2026

ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე
მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე
ერთად - გამარჯვებისთვის

1 ლარიანი გამოწვევა.დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად!დონაციის გაკეთება შეგიძლიათ.თბს:   ბოგ:  ქისა: htt...
21/05/2026

1 ლარიანი გამოწვევა.

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად!

დონაციის გაკეთება შეგიძლიათ.

თბს:
ბოგ:

ქისა: https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd

15/05/2026

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციის ალიანსის 6 მოთხოვნა

Address

კოსტავას 40
Senaki
4100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალი სენაკი • Ahali Senaki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share