სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Samtredia
  • სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა პირველებო პირველობისკენ !

16/06/2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება და ნერვიულობის ნაცვლად, დროა, სრული თავდაჯერებულობა მოიპოვოთ!
სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა გიწვევთ ღია კარის დღეზე, რომელიც სპეციალურად თქვენთვის მომავალი სტუდენტებისთვის შეიქმნა.
ეს არ არის უბრალოდ საინფორმაციო შეხვედრა. ეს არის თქვენი პრაქტიკული გზამკვლევი, სადაც ჩვენი გამოცდილი მასწავლებლები გაგიზიარებენ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიებს, თუ როგორ იმუშაოთ ტესტებზე ეფექტურად, როგორ მართოთ დრო და აირიდოთ თავიდან ტიპური შეცდომები.

#რაზე ვისაუბრებთ?
შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ საგამოცდო ტესტზე მუშაობის სპეციფიკასა და პროცედურებს შემდეგ საგნებში:
• ქართული ენა და ლიტერატურა: ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული ესე და შეფასების კრიტერიუმები.
მასწავლებელი- ეკატერინე შვანგირაძე.
• უცხოური ენა: მოსმენისა და წერითი დავალებების ოპტიმალური სტრატეგიები. მასწავლებელი- Nino Sturua
• ისტორია: წყაროებზე მუშაობა, 5 ქულიანი დავალებები, რუკაზე მუშაობის სტრატეგიები და დახურული ტესტების მუშაობის სპეციფიკა. მასწავლებელი- Muriko Melkadze, კახა გალდავა.
• მათემატიკა: ამოცანების ამოხსნის რაციონალური გზები და დროის განაწილება. მასწავლებელი-ნანა ქოჩიაშვილი, ნანა ჩომახიძე.

#რატომ უნდა მოხვიდეთ?
• გაიგებთ „ოქროს წესებს“- როგორ გადააქციოთ თქვენი ცოდნა მაქსიმალურ ქულად.
• ისწავლით საგამოცდო სტრესის დაძლევის პრაქტიკულ ხერხებს.
• დაუსვამთ ნებისმიერ შეკითხვას მათ, ვინც საგამოცდო სპეციფიკას ყველაზე კარგად იცნობს.

#როდის?
22 ივნისი, ორშაბათი 11:00 საათი:
#სად?
პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში




#მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
შეხვედრაზე დასწრება უფასოა ნებისმიერი სკოლის აბიტურიენტისთვის, თუმცა ადგილების ოპტიმალურად გადანაწილებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
#დარეგისტრირდით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScIbKeU1xUD6heCslhv4BM4fa8v30CPtqG7egQRCTIX8Ptyzg/viewform?usp=dialog
docs.google.com

#მოდი მეგობრებთან ერთად.
#გაიარეთ რეგისტრაცია და ერთად გადავდგათ პირველი დიდი ნაბიჯი სასურველი ფაკულტეტისკენ!
#აბიტურიენტი2026
#ეროვნულიგამოცდები
#ღიაკარისდღე

15/06/2026
✅ჩვენი სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება✌️უკვე ორი წელია, რაც სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის...
13/06/2026

✅ჩვენი სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება✌️

უკვე ორი წელია, რაც სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ნინო სტურუა ბრიტანეთის საბჭო-ს მიერ შერჩეული საძიებო-სამოქმედო კვლევის მენტორია და აქტიურად ეხმარება მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური კვლევების განხორციელებაში.
✅მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ნინო სტურუას თანამენტორებად შეუერთდებიან ჩვენი სკოლის მასწავლებლები ნინო ბიბილეიშვილი და ელენე გიორგაძე. ისინი საქართველოს მასშტაბით სპეციალურად შერჩეულ 20 მასწავლებელს შორის არიან, რომლებიც თანამენტორების როლში დაეხმარებიან კოლეგებს პედაგოგიური კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
✅საძიებო-სამოქმედო კვლევის პროგრამას საქართველოში ერთობლივად ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო🇬🇧 და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
✅პროგრამა წლიდან წლამდე ფართოვდება, სულ უფრო მეტ მასწავლებელს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და მომავალში კიდევ უფრო მეტი პედაგოგის ჩართვას გეგმავს.
✌️ეს ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებული მიღწევაა -ერთი მენტორი და ორი თანამენტორი, რომლებიც თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას სხვა მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად გამოიყენებენ.

ვულოცავთ და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, პროფესიულ წინსვლასა და ახალ მიღწევებს!❤️

📚 სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  წარმატება კვლევით საქმიანობაში✅2025-2026 ...
13/06/2026

📚 სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება კვლევით საქმიანობაში✅

2025-2026 სასწავლო წელს სსიპ ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს საძიებო-სამოქმედო კვლევა თემაზე: „მოსწავლეთა ჩართულობის დეფიციტი საგაკვეთილო პროცესში“.

კვლევის შედეგები მათ პოსტერ-პრეზენტაციის სახით წარადგინეს თბილისში გამართულ საძიებო-სამოქმედო კვლევის III ფორუმზე.

პროგრამა საქართველოში ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობით.🇬🇧🇬🇪

კვლევას ხელმძღვანელობდა საძიებო-სამოქმედო კვლევის მენტორი ნინო სტურუა, ხოლო კვლევაში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებლები: ხათუნა კოსტავა, ლელა ჩორგოლაშვილი, ვერიკო ნიკურძე და ნანა ჩომახიძე.

ვულოცავთ კვლევის გუნდს წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში კიდევ უფრო მეტ პროფესიულ მიღწევას! 👏📖

Address

9აპრილის ქ. #79
Samtredia
3900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category