Saguramo, Georgia / საგურამო, საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Saguramo
  • Saguramo, Georgia / საგურამო, საქართველო

Saguramo, Georgia / საგურამო, საქართველო landmark and historical place

💔 გწამდეთ და გიყვარდეთ… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფ...
13/06/2026

💔 გწამდეთ და გიყვარდეთ…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

12/06/2026

საქართველოს პატრიარქი და პატრიარქის საქართველო !!!

„ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ შენ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერ...
11/06/2026

„ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ შენ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება: „მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ.“

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ანსამბლ “შვიდკაცას “ წევრი დავით  შიშნიაშვილი იხსენებს : “2005 წელს, ნათლისღების დღესას­წაულზე, მომლოცველთა დიდი ჯგუფი წ...
10/06/2026

ანსამბლ “შვიდკაცას “ წევრი დავით შიშნიაშვილი იხსენებს :
“2005 წელს, ნათლისღების დღესას­წაულზე, მომლოცველთა დიდი ჯგუფი წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მიდიოდა­. მამა ილიას პატრიარქმა უთხრა, შენ არ წახვიდე, ბიჭებთან ერთად აქ მჭირდებიო. წირვა ყოველთვის დილის 9 საათზე­ იწყებ­ოდა, ზოგიერთ შემთხვევაში 10-ზეც, მაგრამ იმ დღეს დილის 8 საათზე დაიწყო. პატრიარქს ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდა მისაღები და ყველაფერი უნდა მოესწრო... წირვიდან მეგობრის ბავშვის ნათლობაზე­ წავედი. იმ დღეს დედამ მთელი­ გულით გამაფრთხილა, გეხვეწები, მანქანა დატოვე­ და საღამოს შინ ტაქსით წამოდიო, ტაქსის­ 10 ლარიც კი მომცა.­.. სუფრას მივუსხედით, მთელი დღის მშიერი­ ვიყავი და განსხვავებული­ სასმისით ღვინო­ რომ მომა­წოდეს, მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს,­ შესაბამისად, ჭკუაც არ მომეკითხებოდა. თურმე საჭესთან ასეთ მდგომარეობაში­ დავჯექი. ორი მეგობარი და აჭარელი ნათლული მახლდა, რომელიც იმ დღეს პირველად იყო თბილისში. ავარიის მომენტი საერთოდ­ არ მახსოვს. ძალიან მძიმედ ვიყავი,­ პატრული რომ მოსულა, ექიმებისთვის­ უთქვამს, სამი პირი გადაიყვანეთ და ეს ვიდეოპატ­რულისთვის დავტოვოთო - მკვდარი ვეგონე. შინაგანი სისხლდენა, ტრავმა, ჩამსხვ­რეული ცხვირი...­ გამიმართლა და კარგი­ რეანიმატოლოგი შემხვდა.­ ნათლიაჩემი ცნობილი ანსთეზიოლოგია და მაშინ ღუდუშაურში მუშაობდა. წარმოიდგინეთ,­ იმდენად­ დალეწილი­ ვიყავი­, თავზე მედგა­ და ვერ მიცნო. მერე დედაჩემი შემთხვევით­ დაუნახავს - თამრიკო, შენ აქ რა გინდაო? რომ გაუგია, შოკში ჩავარდნილა... იმ დღეს გამიმართლა. სისხლი რომ დამჭირდა, მეგობრები ყველანი­ ნასვამები იყვნენ და ლელა წურწუმიას აღმოაჩნდა ჩემი ჯგუფი­ - დაბალწნევიანმა სისხლი გაიღო და თავად გული წაუვიდა...

მცხეთაში რომ ვგალობდით, იქ ერთი 8 წლის ბიჭი გავიცანით. გუგას ხინკალი უყვარდა ძალიან, თურმე მთელი თვე ფულს აგროვებდა, მეგობარი რომ დაეპატიჟებინა. ჩემი ამბავი რომ გაუგია, ნაგროვები ფულით სულ სანთლები უყიდია და სვეტიცხოველში დაუნთია, ოღონდ დათო გადარჩესო. ღუდუშაურის ეზოში ყველა ლოცულობდა.

20 იანვარს, საღამოს, საპატრიარქოში­ უთქვამთ,­ ერთი მგალობელი ცუდად არისო.­ პატრი­არქს მეუფე გერასიმესთვის­ დაუვალებია, წადი, აზიარეო. მერე სიმონ­ ჯანგულაშვილისთვის უკითხავს, ვინ არის, აბა, ფოტო მანახეო. ჩვენ ხომ ათონის მთაზე­ ერთად ვიყავით და სიმონს ფოტო ფერად­ პრინტერზე ამოუბეჭდავს. პატრი­არქს დაუხედავს­ თუ არა, მეუფესთვის უთქვამს, გაჩერდი, მე უნდა წავიდეო... წარმოიდგინეთ,­ ორი ურთულესი და ძალიან­ დამღლელი დღის შემდეგ პატრიარქი რიგით მგალობელთან ღამის 11 საათზე კლინიკაში მოვიდა... იქ დახვდნენ მაშინდელი ხელმძღვანელი მარინა­ ღუდუშაური და სამედიცინოს რექტორი რამაზ ხეცურიანი. ამ ადამიანების მადლიერი ვარ, მაშინ ჩემს ოჯახს ეკონომიურად არ ულხინდა და არც დაზღვევის პროგრამა არსებობდა. ჩემი მკურნალობის ხარჯი საერთოდ არ გადაგვახდევინეს, როგორც ვიცი, სამედიცინომ და თავად კლინიკამ გაინაწილეს.

ჩემთან ერთად დაშავებული ბიჭი იწვა, რომელსაც ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა. გადადებული იყო, მაგრამ დედამისი­ აპარატიდან გამორთვაზე ექიმებს ხელს არ უწერდა. რამდენიც არ უნდა დასჭირდეს,­ ბინას გავყიდიო. ექიმი უხსნიდა, რომ ტვინზე უკვე შეშუპება მიდიოდა და გამორიცხული იყო, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. დედამისი დედაჩემივით უჭმელ-უსმელი, გაქვავებული იდგა. რომ გაიგო­ პატრიარქი მობრძანდებოდა, დედაჩემისთვის უთხოვია, გეხვეწები, უთხარი, იქნებ ჩემი შვილიც დამილოცოსო. ეტყობა ეგონა დედაჩემი იცნობდა ან უწმინდესის ნათესავები ვიყავით, არადა, დედაც პირველად ხედავდა უწმინდესს ასე ახლოს...

პატრიარქი რომ შემობრძანდა ამ დროს ტკივილისგან გათიშული ვიყავი - ანესთეზიაც კი არ გაუკეთებიათ, ცხვირის ძვლებს­ ისე მისწორებდნენ... ხმა ჩამესმა, დავით, ნახე, შენთან ვინ მოვიდაო. თვალები­ გავახილე­ და მისი უწმინდესობა­ დავინახე. ვერ გავიგე,­ სად ვიყავი, შოკი მქონდა. მინდოდა წამოვმდგარიყავი და უწმინდესის წინ დამეჩოქა.­ იყავი დავით, იყავი, აბა, როგორ ხარ? კარგად, თქვენო უწმინდესობავ, ვუთხარი და... მერე მამა ტარიელის ხმა გავიგონე, დაწყნარდი, დაწყნარდიო­ და მაზიარა.... რეანიმაციას თვალი რომ მოვავლე, ვხედავ, ერთ მხარეს რამაზ ხეცურიანი მიდგას, მეორე მხარეს მარინა ღუდუშაური. გონებაში უამრავი კითხვა დამიტრიალდა, სად ვარ, რა ხდება, აქ რა მინდა...

შვიდი მძიმე პაციენტიდან ყველა გადავრჩით. შემდეგ დღეს პალატაში გადამიყვანეს. რეანიმატოლოგებს 4-დღიანი მორიგეობა აქვთ. პირველ დღეს ვინც მიმიღო, შემდეგ მორიგეობაზე რომ მოსულა და იქ ვერ დავუნახივარ, უკითხავს, შიშნიაშვილი მოკვდაო? ისეთ მდგომარეობაში დამტოვა, ვერ წარმოიდგინა, ჩემი პალატაში გადაყვანა თუ შეიძლებოდა...

რეაბილიტაცია რთულად გადავიტანე, თითქმის 4 თვე სახლიდან ვერ გავდიოდი. ტაძარში ხელჯოხით მივედი. დამლოცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრა, დავით, შენ ჩემთან საღამოობით იარეო­. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში პატრიარქს ძილის წინა ლოცვებს ვუკითხავდი. დღე არ ჩამიგდია. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე, თან მაშინ მანქანაც არ მყავდა, ტაქსის ფულიც არ მქონდა, მეტროს დაკეტვამდე ვასწრებდი ხოლმე ჩასვლას, თუმცა ყოველთვის ესეც არ ხერხდებოდა...

ამ პერიოდში 4-5-ჯერ მომაყოლა ჩემი გადარჩენის ამბავი, მეკითხებოდა, ისიც (ვინც ყველაზე მძიმედ იყო) გადარჩაო? თითქოს არ სჯეროდა, რომ უფალმა მისი ხელით­ ეს სასწაული დაუშვა. ამ ხნის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით, საოცარი­ დღეები მქონდა. ზოგჯერ მეგონა პატრიარქი თავის ოთახში იყო, ისვენებდა, მაგრამ მოულოდნელად ბაღში შევხვდებოდი ხოლმე, მოდი, დავით, დაჯექი, მეტყოდა და მერე პირისპირ ვსაუბრობდით...”

მამა კირიონი და ლამაზი ჯვრისწერა 💫 ბედნიერებას ვუსურვებთ !
08/06/2026

მამა კირიონი და ლამაზი ჯვრისწერა 💫
ბედნიერებას ვუსურვებთ !

სიყვარულია ჩვენი უწმინდესი 🤍🕊️4 ივნისი, სულთმოფენობა, საპატრიარქოს ეზოში ჩვეული მყუდროება "აი ია"-ს სარეაბილიტაციო ცენტრ...
06/06/2026

სიყვარულია ჩვენი უწმინდესი 🤍🕊️

4 ივნისი, სულთმოფენობა, საპატრიარქოს ეზოში ჩვეული მყუდროება "აი ია"-ს სარეაბილიტაციო ცენტრის პატარებმა დაარღვიეს. „აი ია“ პატრიარქს ესტუმრა. შემობრძანებულ უწმინდესს მაშინვე ბავშვები შემოეხვივნენ, გაცისკროვნებული თვალებით უხმოდ ეფერებოდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ.
უწმინდესმა დიდი გულისყურით მოისმინა პატარების ისტორია, პედაგოგებისგან თერაპიის მეთოდი გამოიკითხა...პატარა ნანუკა სულმოუთქმელად ყვებოდა, როგორ აჩუქა პატრიარქმა ერთი წლის წინ სამაჯური, მაშინ ნანუკა სიტყვასაც არ ამბობდა...ახლა მიკროფონსაც არ ერიდება, ლაპარაკი უნდა... ჟრიამულობენ ჩვენი პატარები.
მუსიკას გაიგონებენო,- ბრძანა უწმინდესმა. დარბაზში საგალობლის საოცარი ჰარმონია დაიღვარა. პატარები დედებს დაუბრუნდნენ და მიყუჩდნენ. მუსიკისა და ლოცვის ძალა შეერთდა...ტკივილი, შიში, სიხარული, იმედი ერთმანეთში აირია და ცრემლად იქცა. ერთი ფიქრი, ერთი სურვილი იყო ამ წუთებში ყველას გულსა და გონებაში - უფალო, მიეცი ამ პატარებს მომავალი! უფალო შეგვაძლებინე ამ საქმის კეთება!
კურთხევის ძალითა და მადლით დახუნძლულებმა დავტოვეთ საპატრიარქო. წინ გრძელი და რთული გზა გვაქვს ყველას ერთად გასავლელი, დალოცვილია ჩვენი საკეთებელი, დალოცვილები არიან ჩვენი ბავშვები.

03/06/2026

ნიკოლოზ სიქტურაშვილი 💫ილია მართლის ტაძრის სტიქაროსანი 📍საგურამოს დავით გურამიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა , ახალგაზრდულის შენობა

ეპისკოპოსი ილია. სოხუმი .  (ჩემი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე)
31/05/2026

ეპისკოპოსი ილია. სოხუმი . (ჩემი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე)

Address

Saguramo

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Saguramo, Georgia / საგურამო, საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share