01/06/2026
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მოადგილეებთან - არსენა ტუხაშვილთან და გელა ოკინაშვილთან ერთად, კულტურის სახლის გვერდით არსებულ სკვერში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და დატვირთული იყო სხვადასხვა საბავშვო, გასართობი აქტივობით.