18/08/2026
ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 111 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - 1 ვაკანსია.
✔️რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს 15 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს. შიდა აუდიტის სამსახური – 3 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 3; მუნიციპალური ინსპექცია – 3; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური – 3; არქიტექტურის სამსახური – 3.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირება 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1 ვაკანსია; საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება - 1.
✔️ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება. მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 1; შიდა აუდიტის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2.
ასევე 2 ვაკანსია გამოცხადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - საკრებულოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის და საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებში.
✔️გარდაბნის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური - 1; წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 1; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2 ვაკანსია.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში.
✔️მარნეულის მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 16 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 3 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური - 3; ზედამხედველობის სამსახური - 2; ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური - 3; ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური - 3.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოშს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში; იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებასა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
✔️თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 13 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ქონების მართვისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ქონების მართვის განყოფილება - 3 ვაკანსია; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება - 2; ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახური - 3; მუნიციპალური ინსპექციის სამსახური - 3; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 2.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 ვაკანსიაზე გამოცხადდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 3 ვაკანსია; ხოლო საორგანიზაციო განყოფილება - 4.
✔️დმანისის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 12 ვაკანსიაზე გამოცხადდება. შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახური - 2 ვაკანსია; შიდა აუდიტის სამსახური - 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
✔️წალკის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 10 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2 ვაკანსია; არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური - 2; კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 2; ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური - 1; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; შიდა აუდიტის სამსახური -1. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი ვაკანსია გამოცხადდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილებაში.