23/12/2025
მე-13 სკოლის მეოთხე კლასელებს ჩაუტარდათ თავდაცვის სამინისტროს მოხალისეობრივი აქტივობა - ეკოგაკვეთილი.
პროექტის ავტორი, ბატონი ირაკლი უჯმაჯურიძე მოსწავლეებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს გარემოსთვის და ადამიანებისთვის, როგორ ხდება ხეებს შორის "კომუნიკაცია". გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა პატარა ქოთნებში დათესეს "აკაკის ხის" თესლები და მიიღეს მათი მოვლის კონკრეტული ინსტრუქციები.
პროექტი იყო საინტერესო და შემეცნებითი, რისთვის მადლობას ვუხდით ბატონ ირაკლი უჯმაჯურიძეს.
#სკოლა13