საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. თავისი საქმიანობის განხორციელების დროს ის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“.

საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მომსახურები

ს სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული ფუნქციონირებს. მომსახურების სააგენტოს ცენტრალური დეპარტამენტი მდებარეობს ქ. რუსთავში.

სააგენტოს ყველა დანაყოფი უზრუნველყოფილია მაღალი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებებით. მომსახურების სააგენტოს ყველა დანაყოფში განთავსებული არიან საექსპერტო, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ორგანოებისა და სადაზღვევო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგრეთვე განთავსებულია საბანკო დაწესებულებები.

სააგენტოს გააჩნია საკუთარი ინტერნეტსერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ბაზის ხარისხიან ფუნქციონირებას.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების...
02/06/2026

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.

✅ ქუთაისში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;

✅ ფოთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.

მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE

პოლიციელის დღე
31/05/2026

პოლიციელის დღე

30/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეე...
26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.

მომსახურების სააგენტომ სტუმრებს შემეცნებითი და გასართობი აქტივობები შესთავაზა.

მოზარდებისთვის მოწყობილი იყო იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე.

სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, სარეგისტრაციო მოწმობების და სანომრე ნიშნების განვითარების ეტაპებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ...
26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, მომსახურების სააგენტოს მოზარდებისთვის მოწყობილი აქვს იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ პატარებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ. ასევე, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, სარეგისტრაციო მოწმობების და სანომრე ნიშნების განვითარების ეტაპებსა და ვიზუალურ მხარეს.

26/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირ...
24/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.

22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებ...
21/05/2026

22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

Address

ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა N8
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995322419191

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia:

Share

Category