05/06/2026
✅ რუსთავის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს.
პროექტი მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მოეწყობა 7900 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელიც.
პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის და კომპანია ,,GWP"-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, წყალმომარაგების კომპანია ,,GWP", წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას დაიწყებს.
ლომოურისა და პეტრე მელიქიშვილის გასასვლელებში, 2.1 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი განახლდება. მოეწყობა 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული.
წყალმომარაგების კომპანიის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 3.5 მილიონი ლარია. ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მელიქიშვილის და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციის პროექტს, რუსთავის მერია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იწყებს. ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა, ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა.
საგზაო სამუშაოებისთვის, 4 819 198 ლარი სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze