07/09/2022
🔈ქალაქი ფოთი, წელს პირველად, ფეინთბოლში ჩემპიონატს უმასპინძლებს !
🤝ტურნირი 8 სექტემბერს ,13:00 საათზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
✅ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს.
📌 დაინტერესებულმა პირებმა, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაცია ( სახელი, გვარი-პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- [email protected].
↘️ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ:
☎️591 41 75 24 მითითებულ ნომერზე.