'' . . . კოკისპირულად წვიმს, ცა თითქოს არც ფიქრობს გახსნას შუბლი. სივრცეს გასცქერის და ფიქრს მისცემია ქალაქის თავი."
-დიახ, ხვალ ნიკო ნიკოლაძეს განსაკუთრებული სამუშაო დღე აქვს.
'' მოშორებით ლაზარევის (ახლანდელი ნინო ჟვანიას) და იმერეთის ქუჩის შესაყარში ოთხნი იდგნენ: ნ. ნიკოლაძე, გ. დიდია, კ.მიქაბერიძე (ექიმი), რ. კონოვალოვი (არქიტექტორი) ყველა შესცქეროდა ნ. ნიკოლაძეს, რომელმაც მდუმარება დაარღვი
ა.
- ხვალ საძირკველი ჩაეყრება განათლების ცენტრალურ, ვაჟთა გიმნაზიის შენობას, რომელმაც ფოთელი ჭაბუკების გულში ცოდნის ჩაუქრობელი ლამპარი უნდა დაანთოს. ნეტა, თუ გამოვა ხვალ ყველა და გულთან მიიტანს ამ საშვილიშვილო საქმეს, რომლის ნებართვა ძლივს გამოვსტაცეთ ხელიდან მეფის მთავრობას!
-ბატონო ნიკო, გწამდეთ, რომ ფოთელები თავიანთ ძალ - ღონეს არ დაიშურებენ გიმნაზიის შენობის ასაგებად, რადგან მათ კარგად იციან ცოდნის ფასი და თქვენდამი ღრმა ნდობით არიან გამსჭვალული - ერთხმად დაუდასტურა სამივემ. ფიქრებს მიცემული ქალაქის თავი შინისაკენ გაუდგა გზას. ნიკო ნიკოლაძე ავიდა თავის კოშკში, სავარძელში ფიქრს მიეცა.
როგორც იქნა გათენდა. მის გაოცებას და აღტაცებას საძღვარი არ ჰქონდა. მშენებლობაზე ხალხი მოჯარულიყო. აქ იყვნენ პარკის უბნელები, ნაბადელები, კუნძულისა და ახალსოფლის მშრომელები, ქალაქის ყველა ჯგუფის მუშათა ჯგუფები, ქალაქის ინტელიგენციის მოწინავე პირები, კომერსანტები, მრეწველები, სამღვდელოების წარმომადგენლები, ცნობილი კომერსანტები: პილიდი, ჰუნგარაძე, დიდია, რუხაძე, თოფურია, თურქია, თელია სიორიძე, ჟვანია, გოგინავა, გოგიბერიძე, ალხაზოვი და სხვა. ასეთი სიხარული ნიკო ნიკოლაძეს არასოდეს განუცდია. როცა საძირკველის გათხრა დამთავრდა ყველამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, ვერცხლისა და ოქროს მონეტები ამოიღო და ღრმა თხრილში ჩაუშვა, როგორც მომავალი ბედნიერების ნიშანი".
1905 წელს დიდი შრომა-ჯაფისა და წვალების შედეგად შენობის აგება დამთავრდა, 1906 წლის სექტემბერში გაიხსნა 8 წლიანი გიმნაზია. გიმნაზიის დირექტორად ნიკო ნიკოლაძის რჩევით თავდადებული პიროვნება ალექსანდრე იაგულოვი )იაგულაშვილი-მესხი, კათოლიკე) დაინიშნა. პედაგოგთა კადრების არჩევაში ნ. ნიკოლაძესა და იაგულოვთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი.
სხვადასხვა დროს ამ სახელოვანი სასწავლებლის დირექტორები იყვნენ: სერგი დანელია, ფილიმონ ნადარეიშვილი, ვანო ფაცაცია, პორფილე ბარამიძე, პიმენ ნაცვლიშვილი, შოთა კაკულია, მურად კვიკვინია.
დღეს სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი მზისადარ ბახტაძე.