01/06/2026
ფოთში „დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გაიმართა, რომელზეც 10 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირზე ფოთის გუნდმა U24 open-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.