ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, Library, წმინდა ნინოს ქუჩა N6, Poti.

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება არის ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ადგილობრივი კულტურულ-საგამანათლებლო , სამეცნიერო ინფორმაციული დაწესებულება , რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მისი ძირითადი პრინციპებია: პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრა

ლიტეტი, მკითხველთა თანასწორუფლებიანობა, ინფორმაციული ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა, ოპერატიულობა;
საბიბლიოთეკო გაერთიანება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 ივნისს მიღებული კანონის „საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შსახებ „შესაბამისად. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდი უნივერსალურია და მოიცავს ქალაქის სპეციპიკის შესაფერის ლიტერატურას.
დღევანდელ ,,ონლაინ“ სამყაროში ბიბლიოთეკის სივრცე ისევ რჩება ცოცხალი კომუნიკაციის, საზოგადოებრივი თავშეყრის, კულტურის, ინფორმაციისა და განათლების გავრცელების ადგილად.
თანამედროვე ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერის გარეშე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ საბიბლიოთეკო საქმის ერთიანი კოორდინაციის, საზოგადოებასა და ბიბლიოთეკებს შორის აზრთა გაცვლის გაძლიერებით, ინოვაციური პროცესების დანერგვა და საბიბლიოთეკო გაერთიანების სისტემა არის ის სივრცე, სადაც მკითხველს შეუძლია კომფორტულ გარემოში ისარგებლოს ბიბლიოთეკის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
ბიბლიოთეკას ემსახურება 24 კვალიფიცირებული თანამშრომელი. საბიბლიოთეკო გართიანებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, მკითხველებისადმი თანამედროვე სერვისების შეთავაზებამ ის საინფორმაციო ცენტრად აქცია. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს კომპიუტერული მომსახირების კაბინეტი, უცხო ენის კაბინეტი, “ბავშვთა ოთახი”, უნარშეზღუდულთა და პენსიონერთა მომსახურების ოთახი, ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი, “წიგნის მოყვარულთა კლუბი”, წიგნის რესტავრაციის განყოფილება. ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე”, მინი ბავშვთა თეატრი, კინო-სახელოსნო „სინემა“ და სხვა.,
ბიბლიოთეკებში მუდმივად მიმდინარეობს შიდა საბიბლიოთეკო საქმიანობა: ახალი წიგნების მიღება , წიგნების დამუშავება, ციფრული ბაზების შევსება, ფონდის გაახლება-გადახალისება.
საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ტარდება ვიდეო პროექტები და საბიბლიოთეკო პროგრამები:
1. იქ სადაც წიგნებია
2. ეს ჩემგან
3. მახსოვს
4 .კინო პოეზია
5.სარკმელი კინოსამყაროში
6.ლექციები ,შეხვედრები, გადაღებები, სიუჟეტები.
აქტიურია ბიბლიოთეკების სოციალური გვერდი, სადაც ცხადდება წიგნების განხილვები, ონლაინ შეხვედრები, ლექციები, დისკუსიები, კინო პროექტები.. გაიზარდა ბიბლიოთეკის სოციალური ქსელის მომხმარებელთა და გამომწერთა რაოდენობა.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1381246530703251&id=100064537518730&rdid=bO8BgvatABiugwaU #
29/05/2026

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1381246530703251&id=100064537518730&rdid=bO8BgvatABiugwaU #

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ საბავშვო დღესასწაულზე!

ღონისძიების პროგრამა:

15:00 საათი
საზეიმო მსვლელობა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მარშ ბენდის თანხლებით;
მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა (ხიდი აღმაშენებლის ქუჩასა და თავდადებულის კვეთაზე) ;

ფოთის ცენტრალური პარკი:

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონები იმუშავებს უფასოდ 12:00 - 22:00 სთ-მდე.

15:15 -17:15 საათი
ანიმატორები და ზღაპრის გმირები;

15:20 – 20:00 საათი
კონცერტი -ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-შემოქმედებით ტურნე; საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია; შემოქმედებითი პერფორმანსები;

საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სივრცე-ნავების მასტერკლასი ბავშვებისთვის, სამაგიდე თამაშები, სახის მოხატვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;

აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა გამოფენა, სახის მოხატვა;

მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია ,,მზესუმზირების“ აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, მასტერკლასი;

ნორჩ სალონელთა პერფომანსი - ,,მზისფერი სიმღერების ქალაქი“ - ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება;

UCMAS Poti -ის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია/ღია კარის დღე;

ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

15:20 -17:00 საათი
სპორტული სანახაობები;
სამაგიდო თამაშების კუთხე (ჭადრაკი, ნარდი, შაში);

გელოდებით პატარებს, ხალისიანი და ბედნიერი დღის გასატარებლად!

#გაუღიმეშენსქალაქს

28/05/2026

ლიტერატურული კალენდარი:
ლაიმენ ფრენკ ბაუმი-170
რაბინდრანათ თაგორი-165
ჯეიმს კრუსი-100

საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში მოეწყო გამოფენა: „მეხსიერების დოკუმენტები – საქართველოს გზა თავისუფლებისკენ“
26/05/2026

საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში მოეწყო გამოფენა: „მეხსიერების დოკუმენტები – საქართველოს გზა თავისუფლებისკენ“

22/05/2026

#ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.

პროგრამა
11:00-18:00 - საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;

11:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;

13:30 – 14:30 - კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში - "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.

13:30 -13: 50 - კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;

14:30 – 16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;

15:00- 2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულთა დაჯილდოება;

17:10 – 17:15 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

17:20 – გალა კონცერტი.

🎉 სკოლა დამთავრდა და თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ფურცელი იშლება! საბიბლიოთეკო გაერთიანება ულოცავს ყველა კურსდამთავრე...
22/05/2026

🎉 სკოლა დამთავრდა და თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ფურცელი იშლება!
საბიბლიოთეკო გაერთიანება ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს.
🙌 გისურვებთ, იპოვოთ საკუთარი გზა, რომელიც სავსე იქნება შემოქმედებითი ძიებებითა და დიდი წარმატებებით.
ირწმუნეთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების!
💫 💡 არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება და გახსოვდეთ — ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ ამ საინტერესო გზაზე.

18/05/2026
9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში მოეწყო თემატური გამოფენა, რომელიც ეძღვნება ფაშიზმზე ...
09/05/2026

9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე
საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში მოეწყო თემატური გამოფენა, რომელიც ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალა და ლიტერატურა, ასახავს მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს წლებსა და იმ დიდ ბრძოლას, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა. ჩვენი მიზანია, პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ამ გამარჯვების მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში.

02/05/2026

📚 საბიბლიოთეკო კვირეული საზეიმოდ დაიხურა!
გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში ნორჩმა სალონელებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და შემოქმედებითი პრეზენტაციები. ✨

✒️ მადლობა „გულის სამელნის“ წევრებს!
თქვენი მონდომებითა და სიყვარულით, ეს კვირეული მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა. ❤️

წიგნის სიყვარული, თაობებს აერთიანებს ! 📖

02/05/2026

📚 შემოქმედებითი საღამო: «სიტყვაო, მოდი, გამოჩნდი დროზე...»
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში გამორჩეული შეხვედრა გაიმართა.
სტუმრად გახლდათ პოეტი, მწერალი და ლიტერატორი — ლაშა გვასალია.
ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისაუბრა ლიტერატურულ პროცესებზე.

01/05/2026

30 აპრილს, ბიბლიოთეკარის დღეს, საბიბლიოთეკო კვირეული საზეიმოდ დაიხურა.საბიბლიოთეკო გაერთიანების გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში წლის საიუბილეო ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართა!
📖 კლასიკური ლიტერატურა: „წიგნები, რომლებმაც დროს გაუძლეს“.საღამო დაეთმო იმ უკვდავ ქმნილებებს, რომლებიც ათწლეულებისა თუ ასწლეულების შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას და კვლავაც მკითხველის ერთგულ მეგზურებად რჩებიან.
✨განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურული სალონის — „გულის სამელნეს“ თითოეულ წევრს ასეთი შთამბეჭდავი და საინტერესო პრეზენტაციისთვის! ✒️❤️

01/05/2026

📚
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ფილიალებმა წარმოადგინეს ღონისძიება — «სიტყვაო, მოდი, გამოჩნდი დროზე...»
ბიბლიოთეკარებმა (მარინა შამათავა, ნანა ნადარეიშვილი, ანა ჯახაია) მკითხველებთან ერთად პოეტის ლექსები წაიკითხეს.
მადლობა, ფოლკლორის ცენტრთან არსებულ ქალთა ტრიო “ფაზისს“, რომელმაც საღამოს გამორჩეული ელფერი შესძინა. 🎶✨მადლობა თითოეულ მონაწილესა და სტუმარს.

Address

წმინდა ნინოს ქუჩა N6
Poti
4400

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995571710172

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება:

Share

Category