გურიის მხარე

გურიის მხარე მხარე

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  სურსა...
04/06/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ზურაბიშვილსა და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები და პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონოსძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგ...
03/06/2026

ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონოსძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მულტისპორტულ შეჯიბრებაში რომელიც 14-17 წლის ახალგაზრდებს შორის იმართება, გურიის რეგიონი 67 მონაწილით სპორტის 12 სახეობაშია წარმოდგენილი.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა...
02/06/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტაზე.

🇬🇪 26 მაისი #ესდღეჩვენია
26/05/2026

🇬🇪 26 მაისი

#ესდღეჩვენია

26/05/2026
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!11:00 საათიდან გელოდებით ოზურგეთის მთავარ მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვ...
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

11:00 საათიდან გელოდებით ოზურგეთის მთავარ მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.

25/05/2026

მზადება 26 მაისისთვის 🇬🇪

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარ...
24/05/2026

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს პარლამენტის წევრ იოსებ ჯორბენაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ჩიბათის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი და დოღი. სტუმრებისთვის მოეწყო მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მ...
23/05/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

​პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე კი 2 550 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 304 960 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2-6 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. გურიის რეგიონი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპ...
22/05/2026

2-6 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

გურიის რეგიონი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 12 სპორტის სახეობაში: ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3x3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ძიუდო (შერეული გუნდური).

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შეჯიბრებები გაიმართება 17 სპორტის სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება 2 ივნისს, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Address

კოსტავას ქუჩა N1
Ozurgeti
3500

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურიის მხარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გურიის მხარე:

Share