10/07/2025
📅 იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025
📅 იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.
📄 „გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა, ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის [email protected] საშუალებით.
✅ პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.
💸 პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.
❗ აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/461O0a3
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025