სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა • Opurchkheti Village Library

  • Home
  • Georgia
  • Op'urch'khet'i
  • სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა • Opurchkheti Village Library

სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა • Opurchkheti Village Library 5 ერთეული კომპიუტერი, უფასო Wi-Fi, მრავალფუნქციური პრინტერი, ახალი წიგნები.

ბიბლიოთეკართა ახალი ხედვა, ყველა კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად შესწავლა და მათი დაკმაყოფილება, სწორედ ეს არის თანამედროვე ბიბლიოთეკის და ბიბლიოთეკარის მთავარი გამოწვევა.

📚✨ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში, პროექტის„ცოცხალი-ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში“ ფარგლებში, ...
25/03/2026

📚✨
ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში, პროექტის
„ცოცხალი-ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში“ ფარგლებში, გაიმართა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ განხილვა და დისკუსია.
შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის X–XI კლასის მოსწავლეები (პედაგოგი — მარინა ბოლქვაძე).
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
🔹 სლაიდების საშუალებით გაცნობოდნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას;
🔹 ენახათ ნაწარმოების მიხედვით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი;
🔹 ჩართულიყვნენ მსჯელობასა და აზრთა გაზიარებაში.
ნაწარმოების უფრო სიღრმისეული გააზრების მიზნით, ახალგაზრდებს მიეცათ შემოქმედებითი და ფუნქციური დავალებები, რამაც კიდევ უფრო გააქტიურა მათი ჩართულობა და ინტერესი ლიტერატურის მიმართ.
📖 შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი არა მხოლოდ წარსულის, არამედ ცოცხალი დიალოგის სივრცეა, რომელიც წარმატებით გრძელდება როგორც რეალურ, ისე ციფრულ გარემოში.
📅 პროექტის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 8 აპრილს.
გელოდებით!

#წყალტუბოსსაბიბლიოთეკოგაერთიანება
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

გაზაფხულის სითბოს, დედის სიყვარულსა და ქალთა პატივისცემას მიეძღვნა ლიტერატურული საღამო „სადაც დედაა, იქ იწყება გაზაფხული...
06/03/2026

გაზაფხულის სითბოს, დედის სიყვარულსა და ქალთა პატივისცემას მიეძღვნა ლიტერატურული საღამო „სადაც დედაა, იქ იწყება გაზაფხული“, რომელიც დღეს ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები (პედაგოგები: მარინა ბოლქვაძე, თეა ხაცავა, აზა ახალაძე).
ჩვენი უმცროსი მეგობრები დიდი მონდომებითა და გულწრფელი ემოციით კითხულობდნენ გაზაფხულსა და დედაზე შექმნილ ლექსებსა და ლიტერატურულ კომპოზიციებს. თითოეული შესრულება სითბოთი, მადლიერებითა და სიყვარულით იყო გაჯერებული.
ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა თემატური სლაიდები და მუსიკალური გაფორმება, რომლებმაც საღამოს კიდევ უფრო ემოციური და შთამბეჭდავი ატმოსფერო შესძინა.
ლიტერატურული შეხვედრა თბილი, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გამოვიდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა დედის სიყვარულის ძალა და გაზაფხულის სიმბოლური მნიშვნელობა.
გულითად მადლობას ვუხდით ოფურჩხეთის საჯარო სკოლის დირექორს მიხეილ უშვერიძეს, პედაგოგებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

#წყალტუბოსსაბიბლიოთეკოგაერთიანება
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

📚 წიგნი, როგორც ფიქრისა და დიალოგის სივრცე📖📚პროექტის „ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივ...
27/02/2026

📚 წიგნი, როგორც ფიქრისა და დიალოგის სივრცე📖
📚პროექტის „ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში“ ფარგლებში დღეს ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში გაიმართა შთამბეჭდავი შეხვედრა. ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინა ბოლქვაძე) წარმოადგინეს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა იგი-ს მიხედვით მომზადებული ფუნქციური და შემოქმედებითი ტიპის დავალებები.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ტექსტის სიღრმისეული გააზრება, ანალიტიკური აზროვნება და ინდივიდუალური ხედვა. განხილვა წარიმართა მსჯელობის, დისკუსიისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფორმატში, სადაც თითოეული მონაწილე აქტიურად იყო ჩართული და საკუთარ ინტერპრეტაციას თავისუფლად გვიზიარებდა. შეხვედრა გამოირჩეოდა ინტელექტუალური სიმდიდრითა და ემოციური ჩართულობით — პროცესი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა.
აღნიშნულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წიგნი ახალგაზრდებისთვის რჩება ფიქრის, თვითშემეცნებისა და ღირებულებებზე მსჯელობის მნიშვნელოვან საყრდენად, ხოლო ბიბლიოთეკა — ცოცხალ საგანმანათლებლო სივრცედ.📖
📚პროექტი გრძელდება და მორიგი ნაწარმოები, რომელიც ერთობლივი კითხვისა და ანალიზის საგანი გახდება, არის გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”— ნაწარმოები, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიხსნის კარს ლიტერატურის ძალის, კითხვის სიყვარულისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს გააზრებისკენ.📖
📖 კითხვა გრძელდება —
და მასთან ერთად გრძელდება ფიქრი, დიალოგი და ზრდა.

#წყალტუბოსსაბიბლიოთეკოგაერთიანება
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

📚პატარა ბიბლიოთეკარები დიდ წიგნებთან📚📖ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის ყოველთვის ნაცნობი და საყვარელი სივრცეა, თუმცა ...
26/02/2026

📚პატარა ბიბლიოთეკარები დიდ წიგნებთან📚

📖ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის ყოველთვის ნაცნობი და საყვარელი სივრცეა, თუმცა დღეს ის განსაკუთრებულად გააცოცხლეს ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი — ლიზა ცხადაბერიძე).
დღევანდელი შეხვედრა პატარა მკითხველებისთვის აღმოჩნდა ახალი აღმოჩენებით სავსე: ბავშვებმა ახლოს გაიცნეს ბიბლიოთეკის ყოველდღიური ცხოვრება, მისი წესები და ის დიდი საქმე, რაც წიგნების უკან დგას. გავაცანით კატალოგი, წიგნის ბარათის, ფორმულირების შევსების წესები და ის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც მკითხველსა და წიგნს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველაზე დიდი სიხარული კი მაშინ იგრძნეს, როცა ბავშვებმა თავად მოირგეს ბიბლიოთეკარის როლი — გულდასმით ეძებდნენ წიგნებს კატალოგში და წიგნთსაცავში, იღებდნენ მკითხველებს და სიამაყით ემსახურებოდნენ ერთმანეთს.
საუბარი თანამედროვე ბიბლიოთეკაზეც გავაგრძელეთ — ელექტრონულ კატალოგებზე, ელექტრონულ წიგნებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს ცოდნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების ადგილი არ არის — ეს არის სივრცე, სადაც ინტერესი იბადება, ცნობისმოყვარეობა ძლიერდება და კითხვის სიყვარული იწყება.
ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა სიხარულით აგრძელებს პატარებთან შეხვედრებს და იმედოვნებს, რომ დღევანდელი სტუმრები ხვალ უკვე ერთგულ მკითხველებად დაბრუნდებიან.📖
📚✨ მადლობა ჩვენს ცნობისმოყვარე პატარა მეგობრებსა და ერთგულ პედაგოგს — ასეთ დღეებში ბიბლიოთეკა განსაკუთრებით ცოცხლდება და სითბოთი ივსება.

#წყალტუბოსმთავარიბიბლიოთეკა
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

📚 როცა ტექსტი ფიქრად იქცევაოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნი...
11/02/2026

📚 როცა ტექსტი ფიქრად იქცევა

ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა — წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში“, რომლის ფარგლებში დღეს გაიმართა ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის „იგი“ განხილვა და სიღრმისეული დისკუსია.
საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, იმსჯელეს ნაწარმოების მთავარ იდეებზე — ადამიანის შინაგან სამყაროზე, პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, იდენტობის ძიებასა და მორალურ არჩევანზე. ტექსტმა ბიბლიოთეკის სივრცეში გააჩინა ფიქრის, კითხვების და განსხვავებული ინტერპრეტაციების ცოცხალი დიალოგი.
განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია ნაწარმოების „ბირთვის“ ირგვლივ, სადაც მოსწავლეებმა არა მხოლოდ გააანალიზეს ავტორის სათქმელი, არამედ საკუთარი ხედვებიც წარმოადგინეს. მათ მიეცათ შემოქმედებითი ტიპის დავალებები, რაც ტექსტის გააზრებას ინდივიდუალური აზროვნებისა და თვითგამოხატვის პროცესად აქცევს.
აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიბლიოთეკა შეიძლება იყოს არა მხოლოდ კითხვის, არამედ აზროვნების, დისკუსიისა და ინტელექტუალური განვითარების სივრცე. პროექტი აგრძელებს წიგნისა და ახალგაზრდის დაახლოებას — რეალურ გარემოსა და ციფრულ სამყაროს შორის დიალოგის შექმნით.
📖 კითხვა გრძელდება…
ფიქრი — კიდევ უფრო მეტად.

#წყალტუბოსმთავარიბიბლიოთეკა
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

დღეს აღინიშნება წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე, რომლის სლოგანია — „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. აღნიშნული თარიღ...
04/02/2026

დღეს აღინიშნება წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე, რომლის სლოგანია — „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. აღნიშნული თარიღის ფარგლებში ოფურჩხეთის ბიბლიოთეკისა და საჯარო სკოლის თანამშრომლობით, მოსწავლე-ახალგაზრდებთან, პედაგოგები მარინა ბოლქვაძე და თეა ხაცავა, განხორციელდა ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების საჯარო კითხვა, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კლასიკური ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას, წიგნიერების კულტურის ხელშეწყობასა და კითხვის, როგორც აზროვნებისა და ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, გააზრებას.
აღნიშნულმა ინიციატივამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა წიგნისა და ცოცხალი სიტყვის მნიშვნელობა საგანმანათლებლო სივრცეში.

#წყალტუბოსმთავარიბიბლიოთეკა
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

📚📚ოფურჩხეთის ბიბლიოთეკის და საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის: ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა-,,წიგნის ამბავი რეალობასა და ონ...
10/12/2025

📚📚ოფურჩხეთის ბიბლიოთეკის და საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის: ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა-,,წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში", რომელშიც მონაწილეობენ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები (პედაგოგი მარინა ბოლქვაძე). დღეს შედგა რიგით მეორე შეხვედრა.
📚📚 პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, მსჯელობა და შთაბეჭდილებების გაზიარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანულენოვანი მწერლის- ფრანც კაფკას ალეგორიული მოთხრობის ,,მეტამორფოზის"მიხედვით.
მომდევნო შეხვედრისთვის პროექტის მონაწილეებს მოთხრობის მიხედვით მიეცათ ფუნქციური და შემოქმედებითი ტიპის დავალებები. 📚📚

#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

26/11/2025

დღეს ოფურჩხეთის სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: ცოცხალი/ციფრული ბიბლიოთეკა -"წიგნის ამბავი რეალობასა და ონლაინ სივრცეში".
პროექტის ინიციატორია ოფურჩხეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი მარინა ბოლქვაძე. მონაწილეობენ საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიზანია:
> კითხვის კულტურის პოპულარიზაცია.
> მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარება.
> საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების გაძლიერება.
> გუნდური და ციფრული მუშაობის პრაქტიკა.
> ბიბლიითეკასთან სისტემატური თანამშრომლობა.
ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა

Address

წყალტუსოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ოფურჩხეთი Opurchkheti
Op'urch'khet'i

Telephone

+995599277347

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა • Opurchkheti Village Library posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სოფელ ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა • Opurchkheti Village Library:

Share

Category