ჯგუფის მიზანი თუშეთის თემის კეთილდღეობის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად დღის წესრიგში დგება თუშეთის თემის მუნიციპალიტეტის შექმნა. ამით რამდენიმე ამოცანა გადაწყდება:
● გათვალისწინებულ იქნება ადგილობრივი გეოგრაფიული პირობების, სამეურნეო საქმიანობის, მოსახლეობის საუკუნოვანი ტრადიციების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური გარემოს თავისებურებები.
● გაიზრდება მუნიციპალიტეტის ახალ ადმინისტ
რაციულ ცენტრთან გეოგრაფიულ-სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა; ამით დაიზოგება ადმმინისტრაციული აპარატის საოპერაციო ხარჯები და ის ფინანსები, რაც მოსახლეობას ადმინისტრაციაში მისასვლელად ესაჭიროება.
● მოსახლეობის ინტერესების ერთგვაროვნება გამორიცხავს კონფლიქტს სასოფლო და ქალაქური პრობლემატიკის კუთხით; შესაბამისად, მუნიციპალური სახსრებით დაფინანსებული პროგრამები მეტი სიზუსტით იქნება მიმართული მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად.
● შეიქმნება გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოსახლეობის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლისათვის.