08/05/2026
მულახის საჯარო სკოლა გულითად მადლობას უხდის ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფს
იმ კეთილშობილური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სკოლისა და მოსწავლეების მიმართ იჩენს.
კომპანიამ ქველმოქმედების ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადასცა 2 პერსონალური კომპიუტერი, წიგნები, ხოლო VIII კლასის ჩათვლით მოსწავლეს – სასაჩუქრე ნაკრები.
მაღალმთიანი ზონის სკოლებისთვის ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ინიციატივა ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნასა და მათ მოტივაციაზე ზრუნვას ემსახურება.
მადლობას ვუხდით ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფს ყურადღებისთვის, თანადგომისა და იმ სითბოსთვის, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს აჩუქეს.