მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly

  • Home
  • Georgia
  • Martvili
  • მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულ?

28/08/2026
25/08/2026

ძვირფასო ახალგაზრდებო,

გულითადად გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ დიდ წარმატებასა და სტუდენტის საპატიო სტატუსის მოპოვებას!

სკოლის დასრულება და უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ფეხის დადგმა თითოეული ახალგაზრდის ცხოვრებაში გარდამტეხი და უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს გამარჯვება თქვენი დაუღალავი შრომის, სწრაფვის, მიზანდასახულობისა და ინტელექტუალური ძალისხმევის ღირსეული შედეგია.

განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი მარტვილელი ახალგაზრდების წარმატებით. ცოდნა და განათლება არის ის უმთავრესი საყრდენი, რომელზეც შენდება ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება, აკადემიური მიღწევები და ენერგია მომავალში ღირსეულად მოხმარდება როგორც ჩვენი კუთხის, ისე სრულიად საქართველოს წინსვლასა და გაძლიერებას.

მადლიერებას გამოვხატავ თქვენი მშობლებისა და პედაგოგების მიმართ. მათმა მრავალწლიანმა ამაგმა, მხარდაჭერამ და გულმოდგინებამ უდიდესი როლი ითამაშა თქვენს პიროვნულ და აკადემიურ გამარჯვებაში.

გისურვებთ ნაყოფიერ, ახალი შესაძლებლობებითა და პროფესიული ზრდით სავსე სტუდენტურ წლებს!
შეუპოვრად იარეთ წინ ახალი მწვერვალებისკენ – თქვენი თითოეული წარმატება ჩვენი საერთო სიამაყეა!

ელდარ თოდუა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მარტვილის მუნიციპალიტეტის ააიპ „კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ბიბლიოთეკების ქსელს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის...
20/08/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის ააიპ „კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ბიბლიოთეკების ქსელს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ეწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილე ნანა ბირკაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ადგილობრივ მკითხველს განსაკუთრებული და უნიკალური საჩუქარი გადასცა — „გიგანტური წიგნი“, რომელშიც აკინძულია ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ 1887 წლის ისტორიული ნომრები.

ამასთანავე, ბიბლიოთეკის ფონდი გამდიდრდა მრავალფეროვანი ისტორიული შინაარსის, სამეცნიერო და შემეცნებითი ლიტერატურით. რეგიონებში წიგნიერების დონის ამაღლება, ახალგაზრდობის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულით და ბიბლიოთეკების ფონდების განახლება ჩვენი საერთო პრიორიტეტია, რადგან მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობას, ხელი მიუწვდებოდეს მაღალაკადემიურ და მრავალფეროვან ლიტერატურაზე.

აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი არსებითად გაამდიდრებს ჩვენი საბიბლიოთეკო ფონდების ინტელექტუალურ რესურსს, ფუნდამენტურ წვლილს შეიტანს ადგილობრივი მკითხველის თვალსაწიერის გაფართოებაში და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს მოზარდი თაობის ეროვნულ-კულტურული ცნობიერების ამაღლებაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა მადლიერებას უცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მის გუნდს და პირადად ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, გაწეული მხარდაჭერისა და ადგილობრივი თემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

დღეს  19 აგვისტოს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართ...
19/08/2026

დღეს 19 აგვისტოს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია.

დღის წესრიგით განხილული საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე; /მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მარტის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

7. ქალაქ მარტვილში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ; /მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

8. სხვადასხვა

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე კონკურსი გამო...
19/08/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, რომელთაგან 12 ვაკანსია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 ვაკანსია საკრებულოში.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2.

მარტვილი მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1 ვაკანსია; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება -1; საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება -1.

2026 წლის 18 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დრბაზში 14:00 საათზე, საკრებულოს ბიუროს ხდომა გაიმარ...
18/08/2026

2026 წლის 18 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დრბაზში 14:00 საათზე, საკრებულოს ბიუროს ხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა უძღვებოდა.
ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მარტის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
6. „ქ. მარტვილში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ.“
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

18 აგვისტოს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცი...
18/08/2026

18 აგვისტოს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით ხორავა უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებული საკითხები:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მარტის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი- დავით ხორავა, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი- დავით ხორავა, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
3. „ ქ. მარტვილში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ.“
/მომხსენებელი- დავით ხორავა, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

დღეს, 11:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. ს...
18/08/2026

დღეს, 11:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე კობა დარჯანია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-კობა დარჯანია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

18 აგვისტოს, 10:00 საათზე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ სა...
18/08/2026

18 აგვისტოს, 10:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თემურ ჯელია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი- თემური ჯელია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი- თემური ჯელია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
3. „ ქ. მარტვილში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ.“
/მომხსენებელი- თემური ჯელია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.18 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვი...
08/08/2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

18 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:

გელა ჭედია – მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
პაატა კოპალიანი – მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
გიზო წულაია – გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
ბესიკ ხულორდავა – შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტენანტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარი თოდუამ , მერის მოადგილე ერეკლე ზარანდიამ , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები.

სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის და ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.

Address

Tavisufleba Street 10
Martvili

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly:

Shortcuts

Share