18/06/2024
გვსურს გამოვეხმაუროთ, სოფელ ბალდაში, 2024 წლის 11 ივნისს განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს.
🔻 მიმდინარე წლის 11 ივნისს, კომპანიის თანამშრომლის გელა ხურცილავას სახლში მარტო მყოფ მეუღლეს, სოფო შაყულაშვილს მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბალდის კანიონის ე.წ. მცველების, ცოტნე და ბაჩო თვარაძეების ბიძაშვილმა ინდიკო ბჟალავამ. ის, ქალბატონ სოფო შაყულაშვილს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ასევე ემუქრებოდა, რომ სახლ-კარს გადაუწვავდნენ და გაასახლებდნენ სოფლიდან.
🔻 ამ ძალადობრივ ფაქტს რაც მოჰყვა, საზოგადოებას მიეწოდა არასრული და არაობიექტური სახით.
ბალდის კანიონის ე.წ. მცველები, ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მოძალადე ინდიკო ბჟალავა, დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, თითქოს ის დაზარალებულ სოფო შაყულაშვილს არ ემუქრებოდა, არ აყენებდა შეურაცხყოფას და არ აგინებდა, არამედ იგინებოდა ზოგადად და ზოგადადვე იმუქრებოდა. ამავე დროს გამოაჩინეს ცრუ მოწმე, ხურცილავების ერთადერთი კარის მეზობელი, რომელმაც თავდაპირველი ჩვენება, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ინდიკო ბჟალავა, მართლაც მიუვარდა სოფო შაყულაშვილს და ემუქრებოდა, ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო, სახალხოდ გადათქვა.
🔻 გვინდა გაცნობოთ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც დაფიქსირებულია, ბრალდებული ინდიკო ბჟალავა, რომელიც მიუვარდა მოქალაქე სოფო შაყულაშილს დაშინების და ზეწოლის მიზნით. ამავე კადრებში, მკაფიოდ ისმის ხურცილავების კარის მეზობლის (ცრუ მოწმის) ხმა და მოწოდება, რომ მოძალადე ინდიკო ბჟალავას, სოფო შაყულაშვილისათვის თავი უნდა დაენებებინა.
ბალდის კანიონის ე.წ. მცველები ამასაც არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს საზოგადოება ასევე დაერწმუნებინათ იმაში, რომ კომპანია კანიონი 350-ის თანამშრომელი, სოფო შაყულაშვილის მეუღლე, გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა, საპროტესო კარავში მყოფ 25 კაციან დაჯგუფებას, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიუგზავნა.
🔻 გუშინ, 17 ივნისს, ტელეკომპანია, tv24 -ის ეთერში გავიდა მორიგი არაობიექტური სიუჟეტი 11 ივნისს, სოფელ ბალდაში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=807410971358470&rdid=wZtL6P1Ra3g0E1BN თუმცა საყურადღებოა ერთი ვიდეოკადრი, რომელიც აღნიშნული ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის სიუჟეტში მოხვდა. ამ ვიდეოკადრზე აღბეჭდილია, კომპანია "კანიონ 350"-ის თანამშრომელი და მისი ძმა, აწ უკვე ბრალდებული გელა და გიგა ხურცილავები, რომლებიც არიან დაბმულები და სასტიკად ნაწამები. სამწუხაროდ, მიკერძოებულ ტელევიზიას დაავიწყდა ამ ფაქტის აღნიშვნა, რადგან მხოლოდ ნაწილობრივი "სიმართლის" გავრცელებით იყო დაკავებული.
👉 ჩვენი ინფორმაციით, როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, ძმები ხურცილავები დაბმულები და სასტიკად ნაწამები დახვდათ. მოძალადეებმა, პოლიციის თანდასწრებით მათზე ფიზიკურად ძალადობა გააგრძელეს, შემდეგ კი პოლიციის თანამშროლებმა სასტიკად ნაწამები და დასისხლიანებული ძმები გაიტაცეს, ჯერ ბალდის მონასტრის მიმდებარედ და შემდეგ კი სოფელ სალხინოში, მანქანაში ჰყავდათ გადამალული. არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე არ მოხდა მათი გადაყვანა ექსპერტიზის ჩასატარებლად !!! ძმები ხურცილავების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის ფაქტი, გატაცებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ დაფიქსირდა. დაკავებულების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი მათი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებშიც. ყოველივე ზემოთხსენებულზე, კომპანიის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ, თავის ფეისბუქ გვერდის ლაივ ჩართვაში დეტალურად ისაუბრა:
https://www.facebook.com/100091059236084/videos/1274820163924845
🔻 აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ დრომდე არცერთი ვიდეო მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციამ კარავზე დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის მოწყობილობა ამოიღო, ასევე ამოღებულია ინცინდენტის დროს ადგილზე მყოფი, იმ პირების ტელეფონები, რომლებიც ძმებ ხურცილავებზე ძალადობის გადაღებას ახორციელებდნენ. ჩვენმა კომპანიამ არაერთგზის მიმართა შესაბამის უწყებებს ვიდეომტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ტელეკომპანია tv24 -ის ეთერში სამოყვარულო კამერით გადაღებული შემზარავი კადრების ნაწილი მოხვდა.
👉 მოვუწოდებთ, ყველა შესაბამის ორგანოს მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, რადგან ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა ბალდის კანიონის ე.წ. მცველების მხრიდან. ჯერ კიდევ პროტესტის დაწყების პირველივე დღეებიდან სახლებში უვარდებოდნენ და აშინებდნენ კანიონზე დასაქმებულ პირებს და მათი ოჯახების წევრებს. ახდენდნენ პროექტის მხარდამჭერებზე ზეწოლა-დაშინებას. დღემდე უვარდებიან და ემუქრებიან აწ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფ გელა ხურცილავას მეუღლეს, მოქალაქე სოფო შაყულაშვილს და აიძულებენ იმ საჩივარის გამოტანას, რომლის საფუძველზეც დააკავეს ინდიკო ბჟალავა. ამ უკანასკნელის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ზემოთ აღნიშნული სამწუხარო ინცინდენტი.
🔻 აქვე მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ რეაგირება, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების ქმედებებთან თუ უმოქმედობასთან დაკავშირებოთ, რასაც ბატონმა გიორგი ბარდაველიძემ, თავის სოციალური ქსელის ლაივ მიმართვაში ასევე გაუსვა ხაზი.
👉 და ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ კომპანია ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და მომხდარი ფაქტის გამო, წუხილს გამოხატავს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოწოდება არ დარჩება უყურადღებოდ და მოძალადეები დაისჯებიან სრული სიმკაცრით.
Levan Ioselianiსაქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia