28/05/2026
Ge/Az
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე, ხოლო მუსლიმ თემს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა ცხრავე საკითხს დადებითად უყარეს კენჭი. მათ შორის იყო: შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცება; ქალაქ მარნეულში, ერეკლე II-ის ქუჩაზე მდებარე 188 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება; მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ 6 სატრანსპორტო საშუალების პრივატიზება, რომელთა აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია არარენტაბელურია; ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.
2026 წლის 28 მაისის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები: რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
-----------------------------
Marneuli Munisipalitetinin Sakrebulosu Amiran Qiorqadzenin rəhbərliyi ilə növbəti iclasını keçirib.
İclasdan əvvəl Sakrebulonun sədri Amiran Qiorqadze Azərbaycan Respublikasını Müstəqillik Günü, müsəlman icmasını isə Qurban bayramı münasibətilə təbrik etdi. Sakrebulo iclasına gündəmlə baxılması üçün 9 məsələ təqdim edilib.
Deputatlar bütün 9 məsələyə müsbət səs veriblər, o cümlədən, ev heyvanlarının saxlanılması və onlara qulluq qaydalarının təsdiq edilməsi, Marneuli şəhərində, İrakli II küçəsində yerləşən 188 kv.m. qeyri-kənd təsərrüfatı təyinatlı torpaq sahəsinin özəlləşdirilməsi, Marneuli Munisipalitetinin mülkiyyətində olan, bərpası və sonrakı istismarı iqtisadi cəhətdən səmərəsiz olan 6 nəqliyyat vasitəsinin özəlləşdirilməsi, həmçinin Marneuli Munisipalitetinin inzibati sərhədləri daxilində avtovağzaldan reysin çıxmasının məcburi olmadığı yaşayış məntəqələrinin siyahısının müəyyən edilməsi.
2026-ci il 28 may Sakrebulo iclasında Sakrebulo sədrinin birinci müavini Tariel Mamedov, müavinlər: Riçard Qiqani və Vasil Xaxulaşvili, Marneuli Munisipalitetinin merin birinci müavini Qiorqi Qodabrelidze, Sakrebulonun və Meriyanın struktur bölmələrinin rəhbər şəxsləri, aparatın əməkdaşları və media nümayəndələri iştirak edirdilər.