სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Marneuli
  • სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა

19/06/2026

💖💖

19/06/2026

წლის შემაჯამებელი საღამო ,, სასწავლო წლის ბოლო აკორდი”— მადლიერებით სავსე წელი და საუკეთესო ადამიანები ჩვენს გვერდით. ✨✨ ✨

უდიდესი მადლობა ჩვენს საპატიო სტუმრებს ნდობისთვის და განსაკუთრებული მადლიერება იმ უმაგრეს გუნდს, რომელმაც კულისებს მიღმა დაუღალავად იშრომა ამ საღამოს თითოეული დეტალის შესაქმნელად! 🤍👏
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ -
ქეთევან აბაშიძე და ნინო პაპავა🫶🫶
დეკორაციაზე იზრუნა - ნატო ტალახაძემ🫶

ქალაქის მერის და მისი მოადგილის სტუმრობა მშობლიურ სკოლაში💖💖
19/06/2026

ქალაქის მერის და მისი მოადგილის სტუმრობა მშობლიურ სკოლაში💖💖

14/06/2026

12 ივნისს ჩვენს სკოლაში ერთობლივი შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა. მე-5ა, მე-5ბ, მე-5გ და მე-5დ კლასების მოსწავლეებმა გაერთიანებული ძალებით, ჩრდილების თეატრის ფორმატში გააცოცხლეს იგავ-არაკები. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად, საკუთარი ხელით დაამზადეს პერსონაჟების ფიგურები და ყველა ის რესურსი, რომელიც ამ აქტივობის წარმატებით წარსადგენად იყო საჭირო.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: მუსიკის მასწავლებელი - რუსუდან გველესიანი; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მარინა მეგრელაძე და თამარ ტეტუნაშვილი.

მშობლების საყურადღებოდ
11/06/2026

მშობლების საყურადღებოდ

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

ჩვენს სკოლაში, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება თემაზე - ,,ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა”. ღონისძიებას წინ ...
03/06/2026

ჩვენს სკოლაში, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება თემაზე - ,,ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა”. ღონისძიებას წინ უძღვოდა გასვლითი გაკვეთილი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმში.ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პოეტის ცხოვრებას და იმ გარემოს, რომელმაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
მე-7ა კლასი
ხელმძღვანელი - ეკა იაკობაშვილი

22/05/2026

📚🎬
ლიტერატურა მხოლოდ წასაკითხი ტექსტი არ არის — ის შეიძლება გადაიქცეს ემოციად, დიალოგად და ცოცხალ ისტორიად. ჩვენი ლიტერატურული კლუბის „ჰელიოსის“ წევრმა მოსწავლეებმა ამჯერად წიგნები მხოლოდ კი არ წაიკითხეს, არამედ თავად მოირგეს სხვადასხვვა პერსონაჟის ხასიათი, გააცოცხლეს ეპოქები და საკუთარი ხედვით გადაიღეს პატარა მხატვრული ფილმები, როგორებიცაა: ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“ და ფრანც კაფკას „პროცესი“. ასევე, გთავაზობთ „ჰარი პოტერის“ სამყაროს მიხედვით შექმნილ თანამედროვე, სახალისო ისტორიას. როდესაც ბავშვი ლიტერატურას ქმნის, თამაშობს და აცოცხლებს მას, წიგნი მისთვის უბრალოდ დავალება აღარ არის — ის გამოცდილებად იქცევა. გთავაზობთ ჩვენი კლუბის პატარა, მაგრამ გულით შექმნილ ნამუშევრებს.🎥📖

15 მაისს ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში გაიმართა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა. წარმოდგენილი იქნა  პოეტის ლექსები...
16/05/2026

15 მაისს ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში გაიმართა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა. წარმოდგენილი იქნა პოეტის ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ პოეტისთვის შეკითხვები საინტერესო თემებზე და მოესმინათ პასუხები.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნონა მიქელაძე.

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ტურნირი „რა? სად? როდის?“ დასრულდა! 🏆​ინტელექტუალური შეჯიბრი 4 ეტაპად წარიმარ...
15/05/2026

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ტურნირი „რა? სად? როდის?“ დასრულდა! 🏆
​ინტელექტუალური შეჯიბრი 4 ეტაპად წარიმართა, სადაც მონაწილეობა IX-XII კლასების 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. დაძაბული და საინტერესო ფინალის შედეგად, გამარჯვება გუნდმა „მერანმა“ მოიპოვა. 🥇
​ტურნირი ორგანიზებული იყო კლუბ „ჰელიოსის“ ხელმძღვანელი მასწავლებლების — ნიკა ბურძენიძისა და თემურ სუყაშვილის მიერ.
გამარჯვებული გუნდები სკოლის დირექციისა და ორგანიზატორების მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.

დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ინიციატივის მხარდაჭერისთვის ✅️

ფინალურ ეტაპზე ჩვენთან ერთად იყვნენ სტუმრები მარნეულის N2 საჯარო სკოლიდან.

მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გრძელდება! 🧠​22 აპრილსა და 6 მაისს, კლუბ „ჰელიოსის...
09/05/2026

მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გრძელდება! 🧠

​22 აპრილსა და 6 მაისს, კლუბ „ჰელიოსის“ ორგანიზებით, სკოლაში ინტელექტუალური ჩემპიონატის მეორე და მესამე ტურები გაიმართა. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში ეჯიბრებიან.

​თამაშის განმავლობაში მოსწავლეებს უწევთ არაერთ საინტერესო გამოწვევასთან გამკლავება:

​რთული სააზროვნო კითხვები;

​წიგნის გარეკანების ამოცნობა;

​ისტორიული გმირების იდენტიფიცირება სიუჟეტის მიხედვით;
- ფილმების გამოცნობა მუსიკის მიხედვით და სხვა.

​გუნდებს შორის დაძაბული და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს. ფინალური შეხვედრა 13 მაისს გაიმართება!

Address

რუსთაველის ქ. N52
Marneuli
3000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category