16/09/2025
✅ სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თანადაფინანსება
💸 პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
✔️ ბიოწარმოების სერტიფიცირება
✔️ საკონსულტაციო მომსახურება
✔️ თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება
💸 პროგრამა დამატებით მოიაზრებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
✔️ მევენახეობა - ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა
✔️ მეფუტკრეობა - ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა
➡️ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3KnrcZi
ვიდეორგოლები დამზადებულია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებული „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) პროექტის ფარგლებში
პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) მიზნობრივი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025