მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela

  • Home
  • Georgia
  • Machakhlispiri
  • მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela, Nature Preserve, დიდაჭარის N25, Machakhlispiri.

🔷️ პროექტის — „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ — ფარგლებში გაიმართა საინფორმა...
28/05/2026

🔷️ პროექტის — „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ — ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ საზოგადოების მზადყოფნის გაძლიერებას.

▶️ პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარება და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა.

✅️ შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძირითადი გამოწვევები, პრევენციული ღონისძიებები, საგანგებო სიტუაციების დროს სწორი ქცევის მეთოდები და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობა გარემოსდაცვით პროცესებში. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები ტარდება სამიზნე მუნიციპალიტეტებში — ხელვაჩაურში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში.

▶️ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისადმი მდგრადობის გაძლიერებას.

🔹️ შეხვედრებს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიცილაპიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მირზა ბერიძე, საკრებულოს წევრები, მერიისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლები.

🌿 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლებ...
22/05/2026

🌿 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლები ერგეს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.

✅️ შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს გააცნეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს საქმიანობა, მისი როლი ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაჭახელას ხეობაში არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას — სხვადასხვა სახეობის მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ამ ტერიტორიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

▶️ მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა, გარემოზე ზრუნვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.

🔵 ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა შეავსეს თემატური კითხვარი, რომლითაც მიღებული ცოდნა გაამტკიცეს.
🎁 მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

🔷️ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრო...
18/05/2026

🔷️ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე: „დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი მიმართულებით კანონაღსრულების საკითხებზე“.

▶️ ტრენინგი მიზნად ისახავდა დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი მიმართულებით სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

✅️შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო გარემოს დაცვის სფეროში კანონაღსრულების მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი ეფექტიანი მართვის გზები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ დაცული ლანდშაფტების მართვის პროცესში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

🔵 მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარების განვითარებას და გარემოს დაცვის მიმართულებით უფრო ეფექტიანი საქმიანობის განხორციელებას.

🔷️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამო...
01/05/2026

🔷️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში — EBIT 2026, რომელიც ქალაქ ბათუმში გაიმართა.

▶️„Expo Batumi 2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტურისტული პოტენციალი, უნიკალური ბუნებრივი გარემო, ეკოტურისტული მარშრუტები და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობა.

✅️ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მაჭახელას ხეობის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, დაცული ტერიტორიის მნიშვნელობას, ტურისტულ მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც რეგიონი ეკოტურიზმის განვითარებისთვის სთავაზობს ვიზიტორებს.

▶️ „Expo Batumi 2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

🔷️ ლანდშაფტის დაცვა მხოლოდ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას არ გულისხმობს — იგი ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე...
30/04/2026

🔷️ ლანდშაფტის დაცვა მხოლოდ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას არ გულისხმობს — იგი ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას მოიცავს. სწორედ ამ მიზნით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოში საქართველოს წითელი ჯვრის ხელვაჩაურის ფილიალის მიერ პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს ატარებდა საქართველოს წითელი ჯვრის ხელვაჩაურის ფილიალის ტრენერი სალომე დოლიძე.

✅️ შეხვედრის ფარგლებში სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა გადაუდებელ სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირების შესახებ. განხილული იყო სხვადასხვა შემთხვევა, მათ შორის დაზიანებები, გულ-ფილტვის რეანიმაცია და სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, სადაც პირველი გადაუდებელი დახმარების სწორად და დროულად გაწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

▶️ ტრენინგის მთავარი მიზანი იყო თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და მათი მზადყოფნის გაძლიერება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური დახმარების აღმოჩენა როგორც ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

▶️ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნას.

🌏 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ზედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთისა და ქედქედის სკოლებში...
27/04/2026

🌏 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ზედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთისა და ქედქედის სკოლებში.

🏞 მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
აქტივობის შემდგომ მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ჩანახატები.
ღონისძიება დასრულდა ხეების დარგვის აქციით, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
კვირეულის ფარგლებში აქტივობები ჩატარდა სულ 5 სკოლაში.

🌏 დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა — ყოველდღიური, გააზრებული ქმედებებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ სუფთა და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის.

🌏 2️⃣2️⃣ აპრილი — დედამიწის საერთაშორისო დღე🌏 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაჭახელას დაცული ლანდშაფტ...
22/04/2026

🌏 2️⃣2️⃣ აპრილი — დედამიწის საერთაშორისო დღე
🌏 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველომ დაიწყო საგანმანათლებლო შეხვედრები მაჭახელას ხეობის სკოლებში.
✅ ღონისძიებები გაიმართა აჭარისაღმართისა და ქვედა ჩხუტუნეთის სკოლებში. მოსწავლეებს წარედგინათ პრეზენტაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და დაცული ტერიტორიების როლზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა — მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და დააფიქსირეს დამოკიდებულებები გარემოსდაცვით საკითხებზე. აქტივობის ფარგლებში მათ შეასრულეს შემოქმედებითი დავალებები და შექმნეს თემატური ნამუშევრები დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე.
🌳🌲 დღის დასასრულს გაიმართა ხეების დარგვის აქცია, რაც წარმოადგენს ბუნებაზე ზრუნვის პრაქტიკულ მაგალითს და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გამოხატულებას.
🎁 მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

🏞 მაჭახელას დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს გამორჩეული ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების მქონე ტერიტორიას, რომელსაც ჰარმ...
03/04/2026

🏞 მაჭახელას დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს გამორჩეული ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების მქონე ტერიტორიას, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის მთიანი რელიეფი, ტყის ეკოსისტემები, მდინარეთა ქსელი და ტრადიციული გარემო.

🍀 ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტებითა და მრავალფეროვანი ხედებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

🌄 მაჭახელას დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს, როგორც გარემოს დაცვის, ასევე მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

🏞🪧 მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა✅️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, თო...
02/04/2026

🏞🪧 მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა

✅️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, თოფი „მაჭახელას“ მონუმენტის მიმდებარედ, სოფლებში სინდიეთი, აჭარისაღმართი, ცხემლარა, ქვედა და ზედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, განთავსდა საინფორმაციო ბანერები, რომელთა მიზანიც გახლავთ გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაზრდა და ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლება.
ბანერები შეიცავს მნიშვნელოვან წესებსა და შეზღუდვებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვას.

▶️ ბანერების მონტაჟის პროცესში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს აქტიურად დაეხმარა ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური.

🍀 ერთობლივი ძალისხმევით ვზრუნავთ მაჭახელას უნიკალური ბუნების შენარჩუნებაზე.

🔷️ მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა.მასში მონაწილეობდნენ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის...
01/04/2026

🔷️ მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

მასში მონაწილეობდნენ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის, მაჭახელას ეროვნული პარკის, მაჭახელას განვითარების ასოციაციისა და დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, „მაჭახელას პროდუქტი - 2026 წლის" ნიშნის მფლობელები.

🟢 შეხვედრის ფარგლებში განხილეს მაჭახელას ხეობის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პოტენციალი, ასევე, გაიმართა პრაქტიკული ვორქშოპი, რომელიც ეხებოდა სოციალური გვერდების მართვასა და „მაჭახელას ნიშნის“ ეფექტიან გამოყენებას.

#მაჭახელასხეობა
#მაჭახელასპროდუქტი
#მაჭახელასდაცულილანდშაფტი

Address

დიდაჭარის N25
Machakhlispiri

Telephone

+995598094305

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela:

Share