ლესიჭინე / Lesichine

ლესიჭინე / Lesichine Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლესიჭინე / Lesichine, Public & Government Service, Lesichine.

ადმინისტრაციული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლესიჭინე და ლესიჭენელები. ლესიჭინეს ციფრული არქივი და ისტორია. ლესიჭინეს უბნები, თანამედროვეობა
599106641 გვერდი ეკუთვნის ჩხოროწყუს ციფრულ პლატფორმას ლესიჭინე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:მეორე ლესიჭინე, ოჩხომური). ზღვის დონიდან 130 მ, ჩხოროწყუდან 8 კმ, სენაკიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 32 კმ.

რუსთაველის უბანში მიმდინარეობს 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით.დასრულებულია პირველი ფენის...
31/10/2025

რუსთაველის უბანში მიმდინარეობს 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით.

დასრულებულია პირველი ფენის დაგება, ამჟამად კი მეორე ფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად ეწყობა სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.

მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია,
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია
და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მერის თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული

02/10/2025

რუბრიკა ' ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები"
ლუკა ლესიჭინედან

Panagiotis Souroukliukli თავის ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით გარკვევას ცდილობს. მისი დნმ ტესტის შედეგებიდან გაირკ...
27/07/2025

Panagiotis Souroukliukli თავის ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით გარკვევას ცდილობს.

მისი დნმ ტესტის შედეგებიდან გაირკვა, რომ მან იპოვა თავისი მესამე ბიძაშვილები და მშობლების მეორე ბიძაშვილები.
ისინი წარმოშობით არიან ჩხოროწყუდან, კონკრეტულად კი ლესიჭინედან.
მათი წინაპრების სახელებია: აკაკი, მარო/აგრა, დუნია, პილმონი და აბრამი სიჭინავები.
Panagiotis მიიჩნევს, რომ ის აბრამი სიჭინავას ხაზიდან მოდის. თუმცა, აბრამი ცხოვრობდა სოხუმში და არ დაოჯახებულა, ამიტომ გაურკვეველია, ჰყავს თუ არა შთამომავლები.
Panagiotis სურს გაიგოს, არის თუ არა მისი გენეალოგიური ხაზიდან, თუმცა ამისთვის დამატებითი დნმ ტესტებია საჭირო.

24/07/2025

ამ გვერდს ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა მართავს.
თუ რომელიმე ლესიჭინელს უნდა ერთად ვმართოთ, გამოგვეხმაურეთ ნომერზე 599106641 ლაშა მებონია
გვერდი არ ჩუქდება, ამაზე ნუ მოგვწერთ

აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში
24/07/2025

აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში

მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ლესიჭინეა
21/07/2025

მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ლესიჭინეა

გამარჯვებით გევლოთ
21/07/2025

გამარჯვებით გევლოთ

გუშინ მოყვარულთა ლიგის ფინალი იყო. მაღალ ძაბვასთან დაკავშირებული ავარიის გამო მხოლოდ ახლა გთავაზობთ ჩვენს  ფოტორეპორტაჟს...
21/07/2025

გუშინ მოყვარულთა ლიგის ფინალი იყო. მაღალ ძაბვასთან დაკავშირებული ავარიის გამო მხოლოდ ახლა გთავაზობთ ჩვენს ფოტორეპორტაჟს. გაიმარჯვეს ლესიჭინელებმა. ვიდეორეპორტაჟს ხვალ შემოგთავაზებთ

განახლება. გამოვცვალე სურათი, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ ახერხებს კარგად აიღოს კუთხური თავისებურებები და შედეგის ...
23/06/2025

განახლება. გამოვცვალე სურათი, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ ახერხებს კარგად აიღოს კუთხური თავისებურებები და შედეგის მიღწევა რთულდება.

ასეთი ტრადიცია გავრცელებული იყო მთელ სამეგრელოში. ხალხი ერთობოდა, ვაჭრობდა და საქმეებსაც აგვარებდნენ. ამჯერად ლესიჭინურ ამბავს მოგითხრობთ.

ოშაყარე
შ ა ყ ა რ (თავშესაყარი), ადგ ნაოხვამუს მიდამოებში. დიდ მოედანზე ცაცხვისა და მუხის ხით დაჩრდილული მოედანი. „აქ ეწყობოდა „ჯარალუა“, „შაყარუა“ აქ ასეთ თავყრილობაზე იმართებოდა მარულა, დოღი, ეწყობოდა ხალხურ მთქმელთა შეჯიბრი, სიმღერა, ცეკვა; ხალხი ერთობოდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს შაყარუა განიხილავდა სოფლის, ხშირად თურის საერთო საწუხარს და საჭიროს“ (კ. სიჭინავა).

პს : ილუსტრაცია ხელოვნური ინტელექტისაა .მისი ფუნქციაა მხოლოდ მხატვრულად,ზედაპირულად, მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინოს სიტუაცია. ისტორიული კონტექსტის აღდგენა სხვა მეთოდოლოგიას მოითხოვს და აის გამოყენებაც სპეციფიური უნდა იყოს.

22/06/2025

კიდევ ერთი ექსპერიმენტი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პოდკასტი
საუბრები ლესიჭინეს ტოპონიმიკაზე
დეტალებისთვის შემოგვიერთდით სპეციალურ ჯგუფში. იქ ბევრ საინტერესოს გაიგებთ. ხელოვნური ინტელექტი უნაკლო არაა. წიგნშიც ბევრი დეტალი დაზუსტებას მოითხოვს. მოგექონათ ფორმატი იქნება კიდევ

კომენტარში მითითებულია ბმული, სადაც ნახავთ მეოცე საუკუნის 60-ნ წლებში გამოცემული კრებულის ფრაგმენტს, რომელიც ლესიჭინეს შ...
22/06/2025

კომენტარში მითითებულია ბმული, სადაც ნახავთ მეოცე საუკუნის 60-ნ წლებში გამოცემული კრებულის ფრაგმენტს, რომელიც ლესიჭინეს შეეხება.
ბევრი უზუსტობაა, სრულფასოვანი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციებია, რომელიც საინტერესო იქნება მკითხველისთვის

ჩვენს საიტზე ლესიჭინეს შესახებ საინტერესო  ინფორმაციებს არც წააწყდებით. მაგალითად: აი ეს წიგნი, რომელიც 1938 წლით თარიღდ...
18/06/2025

ჩვენს საიტზე ლესიჭინეს შესახებ საინტერესო ინფორმაციებს არც წააწყდებით. მაგალითად: აი ეს წიგნი, რომელიც 1938 წლით თარიღდება

ჩხოროწყუს მუზეუმში ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის გეგმა ინახება, სადაც მოცემულია როგორც ნახაზები, აგრეთვე იმ პერიოდ...

Address

Lesichine
5006

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლესიჭინე / Lesichine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ლესიჭინე / Lesichine:

Share