სოფელი შილდა

სოფელი შილდა გვერდის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს სოფელი შილდა

კურთხეული სოფელი..
13/05/2020

კურთხეული სოფელი..

შილდის საინტერესო ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლია ბარცანა. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კა...
15/12/2017

შილდის საინტერესო ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლია ბარცანა. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩელთსა და სეფორას შორის გაშლილ ულამაზეს ტერიტორიაზე. აშენებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესიის შემოგარენი ტყითაა დაფარული, ერთ დროს იქ სოფელი ვეძისხევი ყოფილა.
ეკლესია ნაშენია რიყის ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი დეტალები შირიმის ქვისაა, გამოყენებულია აგურიც, გეგმით მართკუთხა ნაგებობის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და ბოძის აღმოსავლეთ შვერილებს ეყრდნობა. საკურთხევლის აფსიდი ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა, მის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთელო და სადინაკვნეა, დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღებით გახსნილი კარიბჭეა.
ეკლესია საკმაოდ დიდი ზომისაა, ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურული ტიპის. უკანასკნელ ხანებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად გარედან აღდგენილია, შიგნით კი დღესაც აშკარად ჩანს ფრესკების ნაკვალევი. ეკლესიის ჩრდილოეთით არის ქვევრებით სავსე მარანი, რომელიც გალავნითაა გარშემორტყმული.
ბარცანის მიდამოებში უამრავი ძეგლია, რომელთა უმრავლესობაც XVI საუკუნეშია აშენებული. ესენია: უსანეთი - ბაზილიკის ტიპის; ამაღლების წმინდა გიორგი - ბაზილიკა, აბულას მარანი, სამლოცველო - დარბაზული ტიპის, ვეძისხევის სვეტიცხოველი- სამნავიანი ბაზილიკა; შალიანთ ღთისმშობელი. XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული ორსაყდრები - მცირე ზომის ბაზილიკის ტიპის ორი ეკლესია. ერთ ეკლესიას ჯერ კიდევ ემჩნევა ფრესკების კვალი, შემორჩენილია კვერაანთ, გლახაანთ და ომანაანთ კოშკები.
#შილდა #ბარცანა

Address

შილდა
Kvareli
4816

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფელი შილდა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სოფელი შილდა:

Share